Jump to content

Sony საზოგადოებას ჰპირდება სახის ამოცნობის გაუმჯობესებულ სისტემას სიღრმის აღმქმელი სენსორული ლაზერებით


Recommended Posts

image.png

Sony მსოფლიო ლიდერია ფოტო-სენსორების წარმოებაში - როგორც სმარტფონებისთვის, ასევე პროფესიონალური ფოტოაპარატებისთვის განკუთვნილი სენსორების შემუშავებაში. იგი საზოგადოებას ჰპირდება, რომ გამოუშვებს ახალი თაობის ჩიპებს ახალი 3D სენსორებით, რაც განკუთვნილია გამოსახულების დამუშვებისთვის. Bloomberg-თან საუბრისას, Sony-ს სენსორების განყოფილების ხელმძღვანელმა სატოში იოშიჰარამ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს იმ ჩიპების წარმოების გაზრდას ზაფხულისთვის,  რომლებიც განკუთვნილია წინა და უკანა 3D კამერების მქონე მოწყობილობებისთვის. იოშიჰარა გატაცებულია შერეული რეალობის პოტენციალით და ახალი ტექნოლოგიის ყველაზე დამაინტრიგებელი ასპექტით - სახის ამოცნობის სისტემით. როგორც ჩანს, Sony-ს ძალისხმევით საზოგადოება მიიღებს იმაზე უკეთეს სისტემას, ვიდრე ახლა არსებობს. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 3D სენსორი გამოიყენებს ლაზერულ იმპულსებს, რომლებიც ღამურის ექოლოკაციების მსგავსია და შექმნის გამოსახულების „რუკას“. ამტკიცებენ, რომ ამ სენსორებით უკეთესად იქნება აღქმული ადამიანის სახე და სისტემა ექტური იქნება ხუთი მეტრის დაშორებისასაც. 

მობილურ სფეროში, რასაკვირველია, სახის ამოცნობით მოწყობილობის განბლოკვის სისტემები გაუმჯობესებას საჭიროებს. ყველაზე საბაზისო სახეობა, (მაგალითად OnePlus 6T-ში არსებული) იყენებს სელფი-კამერას მომხმაებლის იდენტიფიკაციისთვის. 

Apple Face ID და მისი Android-კონკურენტები შედარებით კარგია დიდ ზომის პლანშეტებისათვის. Sony-ს ახალი სენსორები კი დიდი ალბათობით წინა პოზიციაზე აღმოჩნდება - შემოთავაზებული იქნება Face ID-ის გამოყენება, რომელიც უფრო ზუსტი და უსაფრთხო იქნება აუცილებელი დეტალების შემცირებისას. 

2017 წლის ბოლოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ Apple ამზადებდა ამგვარ 3D ლაზერულ სისტემას 2019 წლის Iphone-ებისთვის. სატოში იოშიჰარამ უარი განაცხადა ესაუბრა პარტნიორებზე, თუმცა მაინც არსებობს ვარაუდი, რომ შემდეგი თაობის iPhone-ები შესაძლოა Sony-ს 3D ჩიპებით იყოს წარმოდგენილი. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.