Jump to content

კოლექტიური სასამართლო NVIVIA-ს წინააღმდეგ


Recommended Posts

როგორც ჩანს, მინელებული კრიპტო-ციებცხელება არაფერს მოუტანს კომპანია NVIDIA-სა და მის ხელმძღვანელს თავის ტკივილის გარდა. შემოსავლები სწრაფად მცირდება აქციების ფასის ვარდნის პარალელურად (ბოლო სამი თვის განმავლობაში NVIDIA-ს აქციების ფასი თითქმის ორჯერ შემცირდა), რაც ძრითადად გამოწვეულია  Pascal-ის სერიის ვიდეო ბარათებზე მოთოვნის კლებითა და ბარათების საწყობში გადანაცვლებით. 

ამგვარი მსხვილი კომპანიის საწყობი - ეს არ არის რაიმე უბრალო სათავსო. ამგვარი საწყობების ლოგისტიკა უზარმაზარ დანახარჯებს საჭიროებს. 

როგორც ნათქვამია, „უბედურება არასდროს მოდის მარტო“: აქციონერების უფლებათა დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ,  Schall Law-მ  NVIDIA-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ვიდეო ბარათებზე არსებული მოთხოვნის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. NVIDIA-ს ბრალი ედება ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის დარღვევასა და დამაბნეველი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რამაც ინვესტორებზე უარყოფითი გავლენა იქონია. 
 
image.jpeg 
NVIDIA მუდმივად ამტკიცებდა, რომ „თვალყურს ადევნებს კრიპტო-ბაზარს და შეუძლია საჭიროების შემთხვევაშ სიტუაციის შესაბამისად წარმართოს თავისი საქმიანობა“ და „მაინერების მხრიდან GPU-ზე მოთხოვნის ვერანაირი შემცირება  ვერ მოახდენს ნეგატიურ გავლენას კომპანიის საქმიანობაზე და არ შეეხება გეიმინგ-სეგმენტს“. 

რეალურად, სულ სხვა სურათი მივიღეთ. კრიპტობაზარი ჩამოიშალა და მაინინგში გამოყენებული ვიდეო ბარათები მეორად ბაზარზე აღმოჩნდა. მეორადი და საცალო ბაზრები მეტად გადაიტვირთა, გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. 
რა ბედი ეწევა კომპანიას და მის მფლობელს, რომელმაც ვერ შეძლო კრიპტო-ტალღის შემოსავლების დარეგულირება, უცნობია. თუკი აქციების ფასის ვარდნას და ვიდე ბარათებზე მოთხოვნის კლებას აქციონერების მხრიდან საჩივრებიც დაემატება, კომპანიას ნამდვილად არ ექნება სახარბიელოდ საქმე.  

გასულ წელს საზოგადობას გააჩნდა აზრი, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ოქროს ციებ-ცხელებაში ყველაზე დიდ შემოსავალს ვიდეო ბარათების მწარმოებლები მიიღებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, არც მათთვისაა სასარგებლო სიტუაცია. 

კიდევ უფრო საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა კომპანია AMD ბაზარზე პოზიციების გამყარებას იმ დროს, როდესაც ერთი მხრივ მოთხოვნა მცირდება, მეორე მხრივ კი - მთავარ კონკურენტს სერიოზული პრობლემები აქვს. ვითარება დამაინტრიგებელია.  

 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგენი მგონი კიდე უფრო ცუდ დღეში ჩავარდნენ რახან კარტების საკმაოთ დიდი ნაწილი მანდაც მაინინგისთვის იყო შესყიდული, თვითონ გეიმინგ სექტორში კი ისე კარგათ არა აქვთ საქმე, ახალი სერიის კარტების გამოშვებაც გვიანდება და ვეგები კიდე ვერ უწევენ დასტოინ კონკურენციას 1000 სერიის კარტებსაც კი, 2000 სერიამ კი მართლა არ გაამართლა მოლოდინები, ძალიან ექსპერიმენტალური სერია გამოვიდა და ეგ RTX ბევრს არაფერში ჭირდება ამ ეტაპზე რომ მასიური მაგ კარტების შესყიდვა დაეწყოთ, 4K არც ისე ბევრი თამაშობს ჯერ, ნამაინინგარი 1000 სერიის კარტებით თამაში კი მშვენივრათ შეიძლება ჯერ კიდევ თუ არიან ხოდზე და არაფერი მოსვლიათ მაინინგის შემდეგ, ამიტომ ვისაც ახალზე არ ყოფნიდა თანხა მასეთ ვარიანტს ყიდულობს ბოლო პერიოდია, რამაც გამოიწვია ახალ კარტებზე რეზკი სპადი, ნვიდია კი საკმაოთ ხარბი კომპანიაა როგორც ინტელი და ეგეთი პრომახები ადრეც მოსდიოდა და ადრეც უჩიოდნენ სუდში უკვე სხვა მიზეზების გამო, მაგრამ მაშინ ადვილათ გამოძვრნენ, ეგ ახალი ჩივილი რითი დასრულდება საინტერესოა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.