Jump to content

5G ქსელის სიჩქარის პირველი მაჩვენებლები


Recommended Posts

AT & T ოპერატორმა სულ ცოტა ხანია, რაც აამოქმედა 5G ქსელის სატესტო ვერსია აშშ-ის 12 ქალაქში და მოსახლეობას 90-დღიანი უფასო მოხმარების საშუალება მისცა. Reddit-ზე გამოქვეყნებული შეტყობინებების თანახმად, მომხმარებლები, რომლებმაც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს, აცხადებენ, რომ ახალი ქსელის სიჩქარე აღფრთოვანებას ვერ იწვევს. 

ინდიანაპოლისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ ქსელის საშუალო სიჩქარე შეადგენს 194,88 მბიტი/წმ.(24,36 მბ/წმ), რაც საკმაოდ კარგად გამოიყურება. 

მან ეს მაჩვენებელი შეადარა LTE Advanced-ის ეკვივალენტი ქსელის სიჩქარეს, რომელიც რეალურად 4G-ის წარმოდგენს და აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი განსხვავება არც ისე დიდია. მან მიაღწია ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარეს - 187,44 მბიტი/წმ (23,43 მბ/წმ) 5G ქსელში. თუმცა ატვირთვის სიჩქარის მხრივ კი AT & T 5G + ქსელის სიჩქარე ორჯერ მეტია. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ქსელი ჯერ მხოლოდ ტესტირების პროცესში იმყოფება და ხელმისაწვდომია აშშ-ის მხოლოდ 12 ქალაქში. 

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ჰოო, აფლოუდის სიჩქარე ამდენი და ამაზე მეტიც გვაქვს ახლა ჩვენს 4G/LTE-ზე, ჯერ აშკარად შთამბეჭდავი ვერაა. თუმცა, მიხედავენ, კარგია რომ უკვე იწყება პროდაქშენში გაშვება.

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 years later...

ჩვენთან რა ისმის ამ ქსელზე ??? როგორ ველოდებოდი არადა 😒

Link to comment
Share on other sites

On 11/30/2022 at 8:45 PM, L'one said:

ჩვენთან რა ისმის ამ ქსელზე ??? როგორ ველოდებოდი არადა 😒

ერთი 2 წელი არაფერი იქნება სიახლე

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...
On 11/30/2022 at 8:45 PM, L'one said:

ჩვენთან რა ისმის ამ ქსელზე ???

დადის მოარული ხმები წლის ბოლოს იქნებაო. ლიცენზიები მგონი გაცემულია უკვე.

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Blue_Origin said:

დადის მოარული ხმები წლის ბოლოს იქნებაო. ლიცენზიები მგონი გაცემულია უკვე.

როგორც მინიმუმ მაგთი-ჯეოსელი არ აპირებენ, იმიტო რო არა არ შეუძლია, არარენტაბელურია ჯერჯერობით

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, david_888 said:

არარენტაბელურია ჯერჯერობით

ეგრეა.

სავარაუდოდ ორგანიზაციებისთვის იქნება, ჩვეულებრივ მოკვდავებს ჯერ არ გვაღირსებენ.

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, Blue_Origin said:

სავარაუდოდ ორგანიზაციებისთვის იქნება, ჩვეულებრივ მოკვდავებს ჯერ არ გვაღირსებენ.

არავისთვის არ იქნება, აპარატურის ყიდვა/დაყნება არ უღირთ, სატესტოდ შეიძლება გააკეთონ სადმე 1 ანძა

Link to comment
Share on other sites

მთლად შეუძლებელიც არ მგონია, სახელმწიფოსგანაც თუ იქნება სუბსიდიები. (დღგ მაინც გააუქმონ შემოტანილ ტექნიკაზე) ანძები კი აქვთ და აპარატურის ყიდვა და მონტაჟია საქმე + პროგრამული უზრუნველყობა. 

გარდაუვალია, რამდენიმე წელიწადში მაინც მოუწევთ და დაიწყონ ბარემ ნელ-ნელა.

Link to comment
Share on other sites

32 minutes ago, Blue_Origin said:

მთლად შეუძლებელიც არ მგონია, სახელმწიფოსგანაც თუ იქნება სუბსიდიები

სახელმწიფო რა შუაშია, რატო უნდა მოახდინოს სუბსიდირება? 5ჯ რამე პრიორიტეტია ქვენის განვითარებისთვის? საერთოდ არაა სასწრაფო მაგ ტექნოლოგიის დანერგვა, მოსახლების 99%-ს არაფერში სჭირდება, მათ შორის მეც

პროვაიდერებმა თავად განაცხადეს რო 2025 წლამდე არც ფიქრობენ და მერე შევხედავთო

34 minutes ago, Blue_Origin said:

გარდაუვალია, რამდენიმე წელიწადში მაინც მოუწევთ და დაიწყონ ბარემ ნელ-ნელა.

თავისთავად, მარა არა დღეს და ხვალ, 2-3 წელში დაიწყებენ და 5+ წელში უკვე დაფარავენ ძირიდათ მიმართულებებს

Link to comment
Share on other sites

პროვაიდერებს არც 4G უნდოდათ, იმდენი იწუწუნეს. ახლაც იგივე ხდება, ათას მიზეზს მოიგონებენ რომ ფული არ დახარჯონ. ისედაც კუს ნაბიჯებით კეთდება ყველაფერი. მაგათ ცოტა თუ არ წაუთაქე თავში 5 წელს მარტო ფიქრში დახარჯავენ :D

1 hour ago, david_888 said:

მოსახლების 99%-ს არაფერში სჭირდება, მათ შორის მეც

ახლა მეც არ მჭირდება მაგრამ მოვა მაგის დროც. 

ძაან არ უნდა ჩამოვრჩეთ სამყაროს. ხალხი მარსზე რომ წავა საგულაოდ ჩვენ ამ დროს თოხი არ უნდა გვეჭიროს ხელში :D

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Blue_Origin said:

ახლა მეც არ მჭირდება მაგრამ მოვა მაგის დროც. 

 

ხოდა როცა დრო მოვა იქნება კიდეც

ასე 2-3 წელში

ჯერ მოსახლების უმეტესობას არც აქვს 5G სმარტები რომ სჭორდებოდეს ეგ სიჩქარეები და მხოლოდ ერთეულები თუ გამოცვლიან მაგის გამო ტელეფონს

ნუ გეშინია როგორც კი საზოგადოებაში მასიურად განჩნდება მოთხოვნა 5ჯ-ზე ეგრევ შემოაგდებს რომელიმე და მერე მიყტვება დანარჩენი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
On 6/15/2023 at 9:41 AM, Blue_Origin said:

დადის მოარული ხმები წლის ბოლოს იქნებაო. ლიცენზიები მგონი გაცემულია უკვე.

ჰაერივით საჭიროა არადა, თუმცა ისეთივე ხარისხი თუ უნდა ქონდეს როგორც 4ჯს აქვს საქართველოში, მაშინ ნუ დააყენებენ რა აზრი აქვს

Link to comment
Share on other sites

On 6/27/2023 at 9:23 PM, L'one said:

ჰაერივით საჭიროა არადა, თუმცა ისეთივე ხარისხი თუ უნდა ქონდეს როგორც 4ჯს აქვს საქართველოში, მაშინ ნუ დააყენებენ რა აზრი აქვს

სადაც agregation ხდება (4G+ რო აწერს ხოლმე) კაი სიჩქარე აქვს მარა თბილისშიც კი იშვიათია 100მბ/წამი და უფრო ზემოთ მოგცეს. რეგიონებში საშუალოდ 30მბ/წმ თუ გაქვს მადლობელი უნდა იყო.

ისე სადაც ოპტიკა არ არის მობილურის ჰოთსპოტზე ბლომად ხალხი ზის, ფასით და სიჩქარით ბევრად ჯობია ბარეორ ხიხო პროვაიდერს (აღარ დავასახელებ), პირდაპირი გაგებით ოთუზ ბირს რომ იხდი და 10მბ/წამს ვერ გაწოდებენ სტაბილურად. სოფელში მეც გავაუქმე, რამდენჯერაც ხეები აშრიალდებოდა წყვეტები ჰქონდა :D

ხარჯიანი საქმეა საქართველოში ქსელის გამართვა.

georgia-view-from-the-sky.jpg

Link to comment
Share on other sites

ჰაერივით საჭიროებაც გაზვიადებულია და 0.1 პროცენტიც :D კაი იქნება 3G გადააშენონ და 4-ს მოხმარდეს გამოთავისუფლებული რესურსი. ტელეფონზე არა მგონია ვინმემ გააპროტესტოს, 3G only სმარტები რამდენი იქნება შემორჩენილი?! თუ არ ვცდები სალარო აპარატები, ფეიბოქსები და მსგავსი ჯაბახანა ტექნიკა მუშაობს 2G/3G-ზე და მაგიტო არ ეხებიან ჯერ.

Link to comment
Share on other sites

2G-3G-ს კაი ხანი არ ამოიღებენ, მინიმუმ ერთი 10 წელი კიდე მეტი თუ არა, ტენდერი გამოცხადდა და კაკარაზ 2025 წლისთვის ალბათ ვიხილავთ უკვე ახალ ტექნოლოგიას მოქმედებაში

Link to comment
Share on other sites

აი დაიწყეს უკვე ტრა#ის თამაში. ამათ მათრახი თუ არ ურტყი არაფერს გააკეთებენ. ისტორია მეორდება

https://bm.ge/ka/article/am-auqcionshi-monawileobas-ver-mivigebt---quotmagtiquot-5g-qselebis-auqcionze/138145

https://bm.ge/ka/article/quotsilqnetiquot-da-quotmagtiquot-5g-auqcionis-pirobebs-akritikeben/138127/

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

ცირკია ნამდვილი, ბილაინი აპირებს 5G-ის ჩართვას, მარტო იყვნენ აუქციონზე. ვირტუალურ ოპერატორსაც დაუშვებენო. მაგათ კიდე ეგ უნდათ?! :D

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...
On 6/29/2023 at 1:21 PM, david_888 said:

მოსახლეობის 0.1%-სთვის?

რაც არ არსებობს იმას მომხმარებელიც არ ყავს

On 7/29/2023 at 7:29 PM, Blue_Origin said:

ცირკია ნამდვილი, ბილაინი აპირებს 5G-ის ჩართვას, მარტო იყვნენ აუქციონზე. ვირტუალურ ოპერატორსაც დაუშვებენო. მაგათ კიდე ეგ უნდათ?! :D

მარტო ბილაინმა იყიდა ლიცენზია, ინტერნეტის სიჩქარე არაა ქვეყანაში ისეთი რო 5ჯ დანერგონ, ეგაა ცირკი :D

Link to comment
Share on other sites

On 10/3/2023 at 11:44 AM, L'one said:

მარტო ბილაინმა იყიდა ლიცენზია

არსად დაეკარგოთ :D

On 10/3/2023 at 11:44 AM, L'one said:

ინტერნეტის სიჩქარე არაა ქვეყანაში ისეთი რო 5ჯ დანერგონ, ეგაა ცირკი

ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არაა ხელმისაწვდომი თორე ორგანიზაციებისთვის მაგალითად 1000 მბ/წამი ღირს 28K ლარი :D

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.