Jump to content

2019 წლის ტექნოლოგიები: 5G, ხელოვნური ინტელექტი, 8K და სხვა


Recommended Posts

2019 წელს უფრო მეტ სიახლეს მიიღებს საზოგადოება, ვიდრე ეს ხდებოდა 2018-ში.  

რა მიმართულებით უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ და ღირსშესანიშნავ ცვლილებებს სამომხმარებლო ტექნოლოგიებში: 

5G 

აშშ-სა და სხვა რამოდენიმე ქვეყანაში 2019 წლის გაზაფხულისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონები. ამავე დროს, ან შესაძლოა უფრო ადრეც კი გამოჩნდეს 5G ქსელის მოდემები. მცირე ხნის წინ გამართულ ტექნოლოგიურ სამიტზე კომპანია Samsung-მა მოახდინა 5G სმარტფონის პროტოტიპის დემონსტრირება, AT&T- და Verizon-მა კი გამოუშვეს ახალი თაობის სატესტო ქსელები. ამ ორ ამერიკულ ოპერატორს, რომლებიც მცირე ხნის წინ გაერთიანდნენ T-Mobile-სა და Sprint-თან - შორს მიმავალი გეგმები აქვთ 5G ქსელთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

 

მომავალი თაობის ფიჭური ქსელები მომხმარებელს ჰპირდება არა მხოლოდ საგრძნობლად გაზრდილ სიჩქარეს, არამედ ქსელის მინიმალურ შეფერხებებს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მთელ რიგ ტექნოლოგიათა განვითარებისთვის: ავტონომიური ავტომობილების სფერო, cloud-თამაშები, ქირურგია და ა.შ. 

თუმცა, 2019 წელს განსაკუთრებულ გარღვევებს არ უნდა ველოდოთ: ქსელის სრულფასოვანი ამოქმედება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც კი ვერ მოხდება 2020 წელზე ადრე. 2019 წელს მსოფლიოში დაახლოებით 25 ქსელური ოპერატორი გაავრცელებს 5G მომსახურებას, წლის ბოლოსთვის კი დაახლოებით 1 მილიონი სმარტფონი იქნება ახალი თაობის ქსელში ჩართული. შედარებისთვის: 2019 წლისთვის ბაზარზე მიწოდებული იქნება 1,5 მილიარდი სმარტფონი, რაც 1500-ჯერ მეტია. 

დრეკადი ეკრანის მქონე მოწყობილობები 

ეს ტექნოლოგია საკმაო ხანია რაც დაანონსდა, თუმცა რეალური მოწყობილობა ბაზარზე ჯერ არ მოხვედრილა. 2019 წელს იგეგმება დრეკადი დისპლეების მქონე მთელი რიგი მოწყობილობების გამოსვლა - სულ მცირე, Samsung LG, Huawei, Motorola აპირებენ მსგავსი მოწყობილობების გამოშვებას. ჯერ კიდევ ოქტომბერში სტარტაპმა Royole-მ წარადგინა FlexPai, რომელიც მსოფლიოშ პირველ კომერციულ დასაკეც სმარტფონად ითვლება. იგი 1300 დოლარზე მეტი ღირს და ჯერჯერობით განკუთვნილია მხოლოდ ანტრეპრენერებისთვის 

image.jpegimage.jpegimage.jpeg

კომპანია Samsung-აც მოახდინა თავისი სამომავლო დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონის პროტოტიპის დემონსტრირება. Google-მა კი განაცხადა, რომ ამ ფორმატის სმარტფონებს ექნებათ Android-ის მხარდაჭერა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად არსებითია ამგვარი სმარტფონების დადებითი მხარეები, რომლებიც გადაფარავს მათ ღირებულებასა და მოუხერხებლობას. 2019 წელი ასევე ითვლება უჩარჩოო დისპლეებისა და კამერებისთვის განკუთვნილი ჭრილების მინიმიზაციის წლად. 

image.jpeg 

კომპანია Apple აამოქმედებს საკუთარ სატელევიზიო სტრიმინგ-სერვისს, რომელიც Netflix-ისა და Amazon Prime-ის კონკურენტი გახდება და წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიური კონტენტით. როგორც მოსალოდნელია, იგი ამოქმედდება 2019 წლის მეორე ნახევრიდან. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება iPhone-ზე, iPad-ზე, Mac-სა და Apple TV-ზე, რაც შეეხება Android-სა და Windows-ს - მათ ექნებათ თუ არა Apple-ის სტრიმინგ-სერვისის მხარდაჭერა - უცნობია. 

image.jpeg

 

აგრეთვე, კომპანია Disney-მაც განაცხადა, რომ 2019 წელს წარადგენს საკუთარ ფასიან სტიმინგ-სერვისს - Disney Plus-ს, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს.  

ახალი გეიმინგ-კონსოლები 

კომპიუტერული თამაშების მოყვარულნი ელიან Microsoft Xbox-ისა და Sony PlayStation-ის შემდგომი თაობის კონსოლებს, თუმცა რამოდენიმე მათგანი შესაძლოა 2020 წლამდე ვერ გამოვიდეს. Nintendo-ს ფანეს კი შეეძლებათ შეიძნონ განახლებული ჰიბრიდული კონსოლი Nintendo Switch. 

image.jpeg

 

ცნობების თანახმად, Nintendo-ს ახალი კონსოლის გამოსვლა ზაფხლისთვისაა მოსალოდნელი. მას ექნება გაუმჯობესებული დისპლეი, მაღალი წარმადობა და ავტონომიური მუშაობის უფრო დიდი დრო.  

2019 წელს 8K ტელევიზორების მასიური დანერგვა სავარაუდოდ ვერ მოხდება 

LG და Samsung-ი უკვე სთავაზობენ საზოგადოებას გიგანტურ ტელევიზორებს 8K გაფართოებით, თუმცა გამორიცხულია მათი მასიურად გამოშვება მომდევნო წელს. სამაგიეროდ, 4K მონიტორები და ტელევიზორები უფრო ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებელთათვის. 

image.jpeg 

თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი 

ხელოვნური ინტელექტის გავლენა ახლაც კი მეტად შესამჩნევია, 2019 წლიდან კი მასზე აქცენტი კიდევ უფრო გამახვილდება და ამ ტექნოლოგიის მქონე სერვისები კიდევ უფრო თვალსაჩინო და ფართო მოხმარების საგნად იქცევა.  

image.jpeg 

კომპანია Ericsson-ის მიერ ატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპოდენტთა 57%-ს სურს, მათმა სმარტფონმა ამოიცნოს ავად ყოფნის სიმპტომები მანამდე, სანამ თავად მიხვდებიან. კიდევ 47 %-ს სურს, რომ ვირტუალურმა დამხმარემ გადაწყვიტოს - როდის უნდა მიმართოს მომხმარებელმა ექიმს, სტომატოლოგს ან სტილისტს. 

 რაღა თქმა უნდა, 2019 წელი ბევრ სხვა სიახლესაც მოიტანს, მათ შორის ისეთებსაც, რასაც საზოგადოება არ ელის. ვიმედოვნებთ, რომ კარგი სიახლეები ნეგატიურზე მეტი იქნება. 

 


https://3dnews.ru/980448 

 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

აი ამ "მოღუნვად-მოკეცვად" ტელეფონებში ჯერ ვერ ვნახე ისეთი კონცეპტი, რომელიც მართლა კარგი იქნება გამოყენებადობის კუთხით. + UI-ს მხრივ კარგი საპორტი სჭირდება.

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Power_VANO said:

აი ამ "მოღუნვად-მოკეცვად" ტელეფონებში ჯერ ვერ ვნახე ისეთი კონცეპტი, რომელიც მართლა კარგი იქნება გამოყენებადობის კუთხით. + UI-ს მხრივ კარგი საპორტი სჭირდება.

კიი,  ტექ.მხარეს რომ თავი დავანებოთ, არც ვიზუალი მომწონს და მოუხერხებელი იქნება ალბათ, სქელებია

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, Magdalena said:

კიი,  ტექ.მხარეს რომ თავი დავანებოთ, არც ვიზუალი მომწონს და მოუხერხებელი იქნება ალბათ, სქელებია

ჰო, ეგრეა, ჯერჯერობით კარგი გადაწყვეტა ვერ ვნახე. Microsoft-ი აპირებდა გასაშლელი დევაისის გამოშვებას მაგრამ ორი ეკრანი ექნება თუ 1 და გასაშლელი ან როდის გამოვა, ვინ იცის :) 

 

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Power_VANO said:

ჰო, ეგრეა, ჯერჯერობით კარგი გადაწყვეტა ვერ ვნახე. Microsoft-ი აპირებდა გასაშლელი დევაისის გამოშვებას მაგრამ ორი ეკრანი ექნება თუ 1 და გასაშლელი ან როდის გამოვა, ვინ იცის :) 

 

ანდრომედაზე ამბობ? კონცეპტი რაც დაიდო ორი ეკრანია იზოლირებული, რომ გაშლი ვითომ ერთიან სურათს იღებ მაგრამ შუაში სივრცე, ხაზი ჩანს საკმაოდ თვალშისაცემად

Link to comment
Share on other sites

On 1/2/2019 at 12:53 PM, Magdalena said:

ანდრომედაზე ამბობ? კონცეპტი რაც დაიდო ორი ეკრანია იზოლირებული, რომ გაშლი ვითომ ერთიან სურათს იღებ მაგრამ შუაში სივრცე, ხაზი ჩანს საკმაოდ თვალშისაცემად

ჰო. UX/UI უნდა იყოს ისეთი, რომ ბუნებრივად იყენებდე და ეფექტურად ორივეს ან ერთ გაშლადს. ახლა არც ერთი ვარგა, არც მეორე, ჯერჯერობით :დ 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.