Magdalena

ჩინეთის სკოლებში გამოიყენება უნიფორმები ხელოვნური ინტელექტით: ფიქსირდება დაგვიანების, გაცდენისა და გაკვეთილზე ძილის შემთხვევები

Recommended Posts

image.png

ჩინეთის ათ სკოლაში დაიწყეს მოსწავლეებისთვის „ჭკვიანი“ უნიფორმების გადაცემა  - ტანსაცმელში დაყენებულია GPS-ტრეკერები, რომლებითაც შესაძლებელია მოზარდების ადგილმდებარეობის დადგენა რეალურ დროში. როგორც მოსალოდნელია, ამგვარი ზომები გაზრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს - წერს The Verge. 

სასკოლო ფორმის მხრებზე დამონტაჟებულია სენსორები, რომლებიც აფიქსირებს მოსწავლეების სკოლაში შესვლა-გამოსვლას, აგრეთვე თვალყურს ადევნებს მათ ქცევებს. თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა ტანსაცმის ინდივიდუალური კომლექტი, სკოლის შესასვლელთან არსებული სახის ამომცნობი სისტემა კი ამოწმებს - აცვია თუ არა მოსწავლეს საკუთარი ფორმა. 

„ჭკვიანი“ უნიფორმა შექმნა ჩინურმა კომპანია Guizhou Guanyu-მ. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტანსაცმელშ ჩამონტაჟებული სენსორები უძლებს 150 გრადუსამდე ტემპერატურას და დაახლოებით 500-ჯერ გარეცხვას. 

როგორც მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, უნიფორმას აგრეთვე შეუძლია განსაზღვროს შემთხვევა, თუკი მოსწავლეს გაკვეთილზე ჩაეძინება ან დაავიწყდება სკოლის კაფეტერიაში საფასურის გადახდა. 

გარკვეული დროის წინ ჩნეთის სახელისუფლებო ორგანოებმა გამოაქვეყნეს შავი სია, რომელშიც შედიოდნენ ის მომხმარებლები, ვინც აკრიტიკებდა ხელისუფლებას სოციალურ ქსელებში ან შეურაცხყოფას აყენებდა სხვა პირებს. ამის შემდეგ თითოეული მომხმარებელი სოციალურ ქსელში მიიღებს სოციალურ რეიტინგს. ყველა ჩინურ საიტს აქვს ვალდებულება, რომ ნულოვანი ტოლერანტობა და დათმობა გამოიჩინოს კანონის ან უფლებდამრღვევის წინაშე. გარდა ამისა, მალე მომხმარებლები ვალდებულნი გახდებიან, სისტემაში დაარეგისტრირონ თავიანთი საპასპორტე მონაცემები. 

  • Like 1

Share this post

Link to post
Share on other sites

ეს ანახე ახლა ჩვენს მშობლებს :დ 

ისე, ჩემი აზრით, სკოლა, იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს ჩვენთან, არ ვარგა და გადასაგდებია. ალბათ ჩინეთშიც ეგეთი ან მსგავსი. მსოფლიოს მასშტაბით სკოლამ ფეხი ვერ აუწყო განვითარებას, ერთეული ქვეყნების გარდა.

თანამედროვე ცხოვრებისთვის ვერ ვამზადებთ ბავშვებს ვერც ბაღში და ვერც სკოლაში დღეს.

Share this post

Link to post
Share on other sites
1 hour ago, Power_VANO said:

შვედეთში აქვთ სწავლების ძალიან კარგი სისტემა. არ არის გამოყოფილი კონკრეტული ამის და ამის გაკვეთილები, რაიმე თვალსაჩინო მაგალითის მიხედვით იღებენ ინფოს ყველა სფეროში. არც ერთ ადგილას უწევთ ჯდომა, სულ აქტივობებია. გარემოც იდეალურია, არასტრესული. არ აზომბირებენ და არ აქცევენ ჩარჩოებში, "როგორც მამას უნდა" 

Share this post

Link to post
Share on other sites
On 1/2/2019 at 12:51 PM, Magdalena said:

შვედეთში აქვთ სწავლების ძალიან კარგი სისტემა. არ არის გამოყოფილი კონკრეტული ამის და ამის გაკვეთილები, რაიმე თვალსაჩინო მაგალითის მიხედვით იღებენ ინფოს ყველა სფეროში. არც ერთ ადგილას უწევთ ჯდომა, სულ აქტივობებია. გარემოც იდეალურია, არასტრესული. არ აზომბირებენ და არ აქცევენ ჩარჩოებში, "როგორც მამას უნდა" 

ჰო, ბევრი კარგი მეთოდია საზღვარგარეთ.

ჯერ მარტო ეს ბაღები რად ღირს: 

  • Like 1

Share this post

Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now