Magdalena

2019 წელი: ციფრული ფასიანი ქაღალდები

Recommended Posts

image.png

2018 წელი ხმაურიანი აღმოჩნდა კრიპტოვალუტებისთვის, თუმცა მათი ენთუზიაზმი არასდროს ყოფილა ასეთი დიდი, ვინც დაკავებულია ციფრულ ფასიან ქაღალდებთან მუშაობით, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიითა და DLT ტექნოლოგიიის გამოყენებით (distributed ledger technology). 

ციფრული ფასიანი ქაღალდები უკვე აღარ იმყოფება თეორიული კონცეფციის დონეზე, არამედ იგი უკვე ბლოკჩეინის ძირითადი და რეალური აპლიკაციაა. განვითარებადი ტექნოლოგია, რომელიც მზადაა ფუნდამენტალურად შეცვალოს გლობალური კაპიტალის ბაზარი, ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს საქმიანობას. 

საოცარია, რომ ჯერ კიდევ რამოდენიმე ათეული წლის წინ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა იხურებოდა ყოველ ოთხშაბათს, რათა გარიგებები და ფინანსური პროცედურები განხორციელებულიყო კურიერების მიერ, რომლებიც ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ უოლ-სტრიტზე და ფიზიკურად გადაჰქონდათ სააქციო სერტიფიკატები: აქციები ხელიდან ხელში გადადიოდა. 

ამან ვითარება მიიყვანა კრიზისამდე 1960-1968 წლებში, როდესაც სავაჭრო აქციების მოცულობა სამჯერ გაიზარდა და დღეში 15-მილიონიანი მაჩვენებელი შეადგინა. კრიზისის კვალად, 1973 წელს დაარსდა სადეპოზიტო trust-კომპანია (DTCC) და ფასიანი ქაღალდების ეროვნუ კორპორაცია (NSCC), რომელიც 1999 წელს შეურთდა DTCC კომპანიას. 

ამ დროიდან შეიძლება ითქვას, რომ უოლ-სტრიტზე ციფრული ერა დაიწყო. 

თუმცა სექტორმა ვერ შეძლო სრულყოფილად ციფრულ პროცესზე მუშაობა. ფასიანი ქაღალდებით ელექტრონული ვაჭრობა იაფი და უპრობლემო გახდა, მაგრამ გივე წარმატება ვერ იქნა მიღწეული გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებაში. 

ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ფასიანი ქაღალდების საშუალებით კი გადაიჭრა ეს პრობლემები - უზრუნველყოფილი გახდა რისკების მართვა, ნდობა, ლიკვიდურობა და დივიდენდების უწყვეტი გავრცელება. დაშვებულია ტოკენების საშუალებით აქციების ინდივიდუალური ფლობა, შესაძლებელია ივაჭროთ დამოუკიდებლად. ხელშეწყობილია გამჭვირვალობის დონის ზრდა და ბოლოს - შესაძლებელია სმარტ-კონტრაქტებისა და სტაბილური მონეტებით სარგებლობა ეფექტურობის ამაღლებისთვის. 

მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომლებიც ICO-ებმა შეუქმნეს ინვესტორებსა და მარეგულირებელ ორგანოებს, ფაქტი ფაქტად რჩება: მათ დაამტკიცეს, რომ ბლოკჩეინი, მონეტები და ტოკენები ფენომენალურ სისტემას წარმოადგენს. 

2017 წლის შუა პერიოდში კარგად გამოჩნდა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოტენციალი ფასიანი ქაღალდების ციფრულად გარდაქმნაში. ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია შესყიდვების პროცესის ავტომატიზაციისა და გამჭვირვალობისთვის, აქციების ფლობისა და ინვესტორებს შორის ფასიანი ქაღალდების გაცვლისათვის. 

2017 წლის ბოლოს სამმა ფონდმა წარმატებით შეძლო რესურსების შეგროვება და ტოკენების გამოშვება, რომლებიც წარმოადგენდნენ ციფრულ ფასიან ქაღალდებს. სწორედ ეს ადრეული მცდელობები იყო ციფრული ფასიანი ქაღალდების შექმნის პროცესი -  დაცული იყო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული წესები და ვითარებები. 

2019 წელი უნდა გახდეს ციფრული ფასიანი ქაღალდების ლიკვიდურობის გაზრდის წელიწადი. ამის განხორციელება შესაძლებელია ისეთი რეგულირებადი სავაჭრო პლატფორმებით, როგორიცაა Open Finance, რომელიც ამოქმედდა მიმდინარე წელს. 

დღესდღეობით არის უამრავი კომპანია, რომელთაც სურთ აქტივების ტოკენიზაცია. მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგინდება სახელმძღვანელო პრონციპები და წესები - თუ როგორ უნდა განხორციელდეს ტრანზაქციები, ინვესტორთა ნდობის დონე გაიზრდება. 

ციფრული უსაფრთხოების ინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბება უფრო მეტი ძალისხმევით დაიწყება 2019 წლიდან. პირველი სპეციალიზირებული ასოციაციები და კონფერენციები, მაგალითად როგორიცაა the Security Token Academy, დაიწყებენ აქტიურ მუშაობას ინდუსტრიის სტიმულირებისთვის. 

2019 წლისთვის გადამწყვეტი მიმართულება იქნება ტრადიციული ფინანსური ბაზრებისა და ინვესტორების ინფორმირება ციფრული ფასიანი ქაღალდების უპირატესობებში, რათა მოხდეს მათი ბაზარზე გასვლის სტიმულირება. ამის შემდეგ კი უკვე ვიხილავთ DSO-ს მიღების ახალ ტალღას. 

 

 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

2017-სა და 2018-ის დასაწყისში ვისაც არ დაეზარა ყველა ბლოკჩეინში და კრიპტოში შემოძვრა. უამრავი ცუდი პროექტი ფინანსდებოდა. წლის მეორე ნახევრიდან კარგად გაიფილტრა ბაზარი და ჩემი აზრით, 2019-ში გამოჩნდება ვის სურს ნამდვილად ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტების სფეროში ყოფნა.

თუ რამე შეიცვალა ამ წელში, მხოლოდ ის, რომ უამრავი კარგი პროექტი გამოჩნდა, უამრავი მუშაობა მიდის და ტექნოლოგია მხოლოდ უკეთესია. ფასებზეც შესაბამის ასახვას ჰპოვებს ეს ალბათ. კოლოსალური რაოდენობის ICO-ების გამო, თავისთავად, კრიპტოვალუტებზე, რომლითაც ამ ICO-ებში შეგეძლო მონაწილეობის მიღება (განსაკუთრებით BTC/ETH) ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ყიდვის ორდერებით იყო სავსე იქსჩეინჯები და BTC/ETH ნეთვორქი ფიზიკურად დატვირთვას ვეღარ უძლებდა, სავსე იყო და ტრანზაქციები კატასტროფა ფასი ღირდა.

ჰოდა როცა ხალხი "აზრზე მოვიდა" ეს ცუდი ICO-ები მასიურად გაიფილტრა და მოთხოვნაც შემცირდა კრიპტოზე. 2018 რეალიზმის წელია კრიპტოში.

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგ ICO ძალიან ცუდი თვალით უყურებენ ამ ეტაპზე და არავის ურჩევენ ბიტკოინტოლკის ფორუმზე მაგეებში ფულის დაბანდებას ამ ეტაპზე, ძალიან ბევრი იტყუება და მაგიტომ, სკამერებს ეძახიან ფაქტიურათ და ისევ ტოპ-10 კოინებში ურჩევენ ახალბედა ინვესტორებს ფულის დაბანდებას ვიდრე ახალ ისოებში, რაღაცამ შეიძლება ეხლაც კი გაამართლოს როცა კრიპტოვალუტის ბაზარზე სპადია, მაგრამ უმრავლესობა საკმაოთ სარისკოა და ცუდათ დაასრულებს ალბათ მოღვაწეობას, არის საინტერესო პერსპექტიული პროექტებიც მაგრამ საკმაოთ მცირე დოზებში და ეგეთი ისოს ამოცნობა ხშირათ არც ისე ადვილია ინვესტიციის გაკეთება თუ გსურს, მაგას ისევ ბიტკოინის ან ეთერეუმის ყიდვა აჯობებს

Share this post


Link to post
Share on other sites

რა თქმა უნდა, პროექტების 95%+ მაშინაც სკამები იყო და ახლაც ეგრეა. ნაკლები ალბათ ახლა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრია პროცენტულად ცუდი პროექტი.

ფასების დაცემამ ძალიან გაფილტრადა ბევრი კარგი პროექტიც გამოჩნდა, თუმცა.

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now