Jump to content

დიდმა ბრიტანეთმა შშ-ის მსგავსად შეშფოთება გამოთქვა Huawei-ს პროდუქციასთან დაკავშირებით


Recommended Posts

აშშ-ის პოზიციის მსგავსად, დიდი ბრიტანეთის ავდაცვის მინისტრმა - Gavin Williamson-მა განაცხადა, რომ არსებობს საფრთხე ჩინური კომპანია Huawei-ს მოწყობილობებთან დაკავშირებით, რომელთა გამოყენებაც იგეგმება დიდ ბრიტანეთში 5G ქსელის გავრცელების შემდეგ. 

image.jpeg 

გაზეთ The Times-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, უილიამსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მომდევნო ორი წლის მანძილზე აუცილებლად შეისწავლის ეროვნური უსაფრთხოების წინაშე არსებულ ყველა შესაძლო, პოტენციურ საფრთხეს მობილური ქსელების მოდერნიზაციის კუთხით.  

„სერიოზული, ღრმა ეჭვი და შფოთვა მაქვს იმის გამო, რომ Huawei-მ უნდა უზრუნველყოს 5G ქსელის შექმნა დიდ ბრიტანეთში. ეს ის შემთხვევაა, რომელიც მეტად ყურადღებით და გულმოდგინედ უნდა შევისწავლოთ და გავაანალიზოთ“ - განაცხადა მინისტრმა. – „ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ იქცევიან ჩვენი პარტნიორები,მაგალითად ავსტრალია და აშშ, რათა უზრუნველვყოთ 5G ქსელის მაქსიმალური უსაფრთხოება. უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ როგორც მცირე ხნის წინ გაირკვა, ჩინეთის ხელისუფლება ზოგჯერ მტრულად იქცევა“. 

 image.jpeg 

Huawei მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია სმარტფონების ბაზარზე. იგი გაყიდვების მოცულობით ტექნოლოგიური გგანტის - Apple-ის გაყიდვებს აჭარბებს. დასავლური ხელისუფლებები კი განგაშს ტეხენ Huawei-ს სატელეკომუნიკაციო ბიზნესთან დაკავშირებით და გამოხატავენ შეშფოთებას, რომ ამ კომპანიის დივაისები შესალოა გამოყენებულ იქნას ჩინური ხელისუფლების მხრიდან ჯაშუშობაში. 

 

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.