Jump to content

ილონ მასკი ევროპელ მომხმრებლებს ჰპირდება, რომ მომდევნო წელს ელექტრომობილების დამტენ სადგურებზე 100%-იანი წვდომის საშუალება ექნებათ მთელი კონტინენტის მასშტაბით


Recommended Posts

image.png

სადღესასწაულო სეზონთან დაკავშირებით, ილონ მასკი დიდ საჩუქარს ჰპირდება Tesla-ს მფლობელებს: ევროპის ზონის 100%-იანი დაფარვა Supercharger-ელექტროდამტენებით მომდევნო წლისთვის. 

ილონ მასკმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე განათავსა შეტყობინება, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი მომხმარებლის შეშფოთებაზე რეაგირებას: Tesla-ს ელექტრომობილის მფლობელი, ირლანდიაში მცხოვრები პირი შეფიქრიანებული იყო საკუთარი ელექტრომობილის დამუხტვასთან დაკავშირებით. გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ელექტროდამტენი სადგურების ქსელი - Supercharger-ი, რომელსაც შეუძლია 40 წუთში დატენოს ელექტრომობილი დაახლოებით 80%-მდე, გავრცელდება მთელ ევროპაში „ირლანდიიდან კიევამდე, ნორვეგიიდან თურქეთამდე“.  

დაპირება შეესაბამება მასკის მიერ ნოემბერში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გულისხმობდა დამტენი სადგურების ქსელის გაფართოებას 90-დან 100%-მდე ყველა აქტიურ ტერიატორიაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ არის -  Tesla-ს დამტენი სადგურების ქსელი სწრაფად ფართოვდება ბოლო პერიოდში, უნდა გვახსოვდეს, რომ მასკს ახასიათებს გადამეტებული მასშტაბის დაპირებები გაფართოებასთან დაკავშირებით. როგორც საიტი EV Electrek აღნიშნავს, Tesla-ს გეგმაში ჰქონდა 2018 წლის ბოლოსთვის აქტიური ყოფილიყო 18 ათასი დამტენი სადგური, თუმცა დღესდღეობით რეალური მაჩვენებელი დაპირებულისგან შორსაა: როგორც ცნობილია, ამ მომენტისთვის ქსელი მოიცავს 11 853 დამტენ სადგურს.  

Twitter-ზე მასკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ დასატენი სადგურები გამოჩნდება აფრიკაშიც 2020 წლისთვის, თუმცა გაურკვეველია, რა რაოდენობით (ამ დროისთვის აფრიკის მასშტაბით არ არსებობს Tesla-ს არც ერთი ელექტრო დამტენი სადგური და უახლოეს დროში არც გამოჩნდება). 

image.png 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

აჰაა, უკრაინით და თურქეთით შემოსაზღვრეს ევროპა :დ 

მაგრამ ჩვენთან სულ რამდენიმე Tesla დადის ჯერჯერობით და...

მაგრამ მეორე მხრივ, სულ 3-4 სუპერჩარჯერის სადგური ეყოფა საქართველოს. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ერთიც კახეთში.

დასაწყისისთვის თბილისი და ქუთაისიც გვეყოფა. ან თბილისი და ბათუმი :)

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.