Magdalena

კრიპტოინდუსტრია დიდ ფსონს დებს სტაბილური კოინების მომავალზე

Recommended Posts

image.jpeg

როდესაც მოვაჭრეებმა გადახდის საშუალებად დაიწყეს Bitcoin-ისა და მისი ანალოგიური ციფრული ვალუტების გამოყენება, ისინი მალევე აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი პრობლემის -  ფასების არასტაბილურობის წინაშე. 

კომპანია, სახელად White Company, შეუერთდა სტაბილური მონეტის გამოშვების პოპულარულ ტენდენციას, რომელიც წარმოადგენს ბლოკჩეინისა და ქაღალდის ფულის ჰიბრიდს და იძლევა საკუთარი ბალანსის დაცვი შესაძლებლობას სხვადასხვა გავლენისგან. 

ნაცვლად იმისა, რომ ტრეიდერების სპეკულაციების ქვეშ მოექცეს, სტაბილური მონეტა არის ახალი ტიპის მონეტა ბლოკჩეინის მხარდაჭერით. იგი დაკავშირებულია რეალური სამყაროს სტაბილურ აქტივებთან, დაწყებული პროდუქტიდან - დამთავრებული ვალუტებით. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ ერთი სტაბილური მონეტა ერთ დოლარად და მოგვიანებით გამოისყიდონ იმავე ფასად. 

სტაბილური მონეტების ინდუსტრია პოპულარული გახდა 2018 წლის კრიპტო-კრიზისის დროს. დეპრესიამ გამოიწვია ის, რომ ბაზრის წამყვანმა კრიპტოვალუტებმა, როგორებიცაა Bitcoin-ი და Etehereum-ი, წლის განმავლობაში დაკარგეს თავიანთი საბაზრო კაპიტალიზაციის 80-90%. უამრავმა ინვესტორმა, რომლებიც ფლობდნენ არასტაბილურ კრიპტო აქტივებს, გადაწყვიტეს გადაეცვალათ ისინი სტაბილურ მონეტებში რისკების მართის თავიანთი სტრატეგიების შესაბამისად. მას შემდეგ კი, როდსაც ფასები დასტაბილურდა, ტრეიდერებმა თავიანთი სტაბილური კოინები გამოისყიდეს ციფრულ ვალუტებში ან რეალურ ფულში, ათა მდგომარეობიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსულიყვნენ. 

სტაბილური კოინები განსაკუთრებით მიმზიდველია იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ბლოკჩეინ-მხარდაჭერის მქონე საგადასადო ქსელს, მაგალითად, ფულად გზავნილებს.  

ინსტიტუციონალიზებულმა მოთამაშეებმა დაიწყეს სტაბილური მონეტების პოტენციალის რეალიზება. ანალიტიკური ჯგუფი ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით სტაბილურ ვალუტებში ჩადებულმა საერთო ინვესტიციამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წელს 120-ზე მეტი პროექტი დაინერგა სტაბილური მონეტების კუთხით. 

სტაბილური მონეტების ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ახალი მოთამაშე ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ კომპანია, რომელიც აპირებს სტაბილური მონეტის გამოშვებას, ფლობს საკმარის აქტივებს მონეტების მხარდაჭერისთვის.  

თავის დროზე სტაბილური ვალუტის პოპულარულმა პროექტმა Tether-მა კრიტიკა დაიმსახურა, რადგან უარი თქვა - დამოუკიდებელ მხარეს გადაემოწმებინა ბალანსი. ამან საპასუხოდ გამოიწვია კონკურენციის ზრდა, რაც გულისხმობს სტაბილური ვალუტების უფრო თანამედროვე პროექტებ შექმნას, როგორებიცაა TrueUSD, Paxos,  Maker, Gemini Dollar და USD Coin. 

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, 2019 წელი შესაძოა სტაბილური მონეტების წელი აღმოჩნდეს. ისინი თვლიან, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველა ტრადიციული ინდუსტრია მოისურვებს სტაბილურ მონეტებთან ინტეგრაციას.  

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა უკვე განაცხადა, რომ მუშაობს საკუთარი სტაბილური მონეტის გამოშვებაზე, რომელიც განკუთვნილი იქნება ფულადი გადარიცხვებისთვის. 

image.jpeg

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ფულადი გზავნილებისთვის მართლა კარგია სტაბილური ქოინები (გადარიცხვა და იცი, რომ მეორე მხარე იმდენს მიიღებს, რამდენიც გადარიცხე, ფასი არ შეიცვლება), მაგრამ ზოგადად, ჩემთვის, როგორც ბლოკჩეინ ენთუზიასტისთვის, ცოტა სამწუხარო ფაქტია სტაბილური ქოინები :)

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგ კოინებიდან მოგებას ვერ მიიღებ დიდათ, ძირითადათ გამოიყენება თავის დაზღვევის მიზნით როცა რეზკი ფასის დაწევები მიმდიონარეობს, ანუ იგივე ბიტკოინში ცვლიან სტაბილურ კოინებზე და ელოდებიან სიტუაციის გაუმჯობესებას, მერე კი ისევ ბიტკოინს ყიდულობენ, მაგრამ მაგ დროსაც შეიძლება საკმაო პრომახი დაუშვა თუ დააგვიანებ ისევ ბიტკოინში გადახურდავებას და ავარდა რეზკათ ფასი

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now