Magdalena Posted December 26, 2018 Share Posted December 26, 2018 Nvidia-მ შესაძლოა გაყოს თავისი გეიმინგ GPU-ების ხაზი RTX და GTX სერიებად. გავრცელებული ცნობებით, მათ შორის იქნება ახალი GTX 1160 Ti-ც. Videocardz თვლის, რომ ახალი ვიდეო ბარათი 1160 Ti გამოჩნდება დაახლოებით იმავე დროს, როდესაც RTX 2060. ინფორმაციის წყაროდ Videocardz-ი მიანიშნებს ჩინურ საიტზე - Expreview, რომელიც დახურულია და პაროლის გარეშე ხელმიუწვდომელი, შესაბამისად, გადამოწმება ვერ ხერხდება. ასე რომ საჭიროა ამ ინფორმაციას საზოგადოება სკეპტიკურად მიუდგეს. შესაძლოა ახალ GPU-ს ეწოდოს 1660 Ti, თუმცა Videocardz Tipster თვლის, რომ 1160 - ბრენდინგია. როგორც ცნობილია, ახალ სერიაში კვლავ გამოყენებული იქნება NVIDIA Turing GPU-ები. საიტები ვარაუდობენ, რომ RTX 2060 წარმოდგენილი იქნება TU106-200 გრაფიკული პროცესორით, GTX 1160-ს კი ექნება TU116. მარკეტინგში ასევე მოხსენიებულია "Turing Shaders," რომლებიც, დიდი ალბათობით, ექსკლუზიურად Ray Tracing-ისთვის იქნება განკუთვნილი RTX სერიაში. და ბოლოს, საიტზე მითითებულია, რომ RTX 2050 აღარ იქნება და საწყისი დონის ყველა ვიდეო ბარათი მიკუთვნებული იქნება 11-სერიის შემადგენლობაში. https://www.tomshardware.com/news/nvidia-geforce-gtx-11-series-1160-ti-rumor,38283.html 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.