Magdalena Posted December 26, 2018 Share Posted December 26, 2018 თავდაპირველად ითვლებოდა, რომ Helio P35 პროცესორს ექნებოდა ათი ბირთვი და წარმოებული იქნებოდა 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. თუმცა პროცესორის კონფიგურაცია სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ახალ ჩიპსეტს აქვს რვა ბირთვი ARM Cortex-A53 ტაქტის სიხშირით - 2,3 გიგაჰერცამდე. გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია კონტროლერი IMG PowerVR GE8320, რომლის სიხშირე 680 მეგაჰერცია. პლატფორმა Helio P35 უზრუნველყოფს 2400 × 1080 გაფართოების მქონე დისპლეების მხარდაჭერას, ასევე აქვს უსადენო კავშირების - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0 მხარდაჭერა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ორი კამერა 13+13 მეგაპიქსელიანი მოდულებით ან ერთი 25-მეგაპიქსელიანი კამერა. პროცესორს აგრეთვე აქვს სანავიგაციო სისტემების - Beidou/Galileo/GPS/GLONASS-ისა და FM-რადიოს მხარდაჭერა. შესაძლებელია 6 გიგაბაიტამდე მოცულობის LPDDR3 და LPDDR4x ოპერატიულ მეხსიერებასა და eMMC 5.1 ფლეშ-მეხსიერებასთან მუშაობა. ჩიპსეტის შემადგენლობაში შედის LTE-მოდემი (Cat-7 DL / Cat-13 UL) - Dual 4G VoLTE რეჟიმის მხარდაჭერით. ჩიპი მზადდება TSMC-ს მიერ 12-ნანომეტრიანი FinFET-ტექნოლოგიის გამოყენებით. პროცესორი ძირითადად განკუთვნილია საშუალო დონის სმარტფონებისთვის. https://3dnews.ru/980178 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.