Jump to content

კალიფორნიაში უპილოტო ტაქსები გამოჩნდა: კომპანია Zoox-ს ნება დართეს განახორციელოს მარშრუტები


Recommended Posts

image.jpeg

სტარტაპი Zoox გახდა პირველი, რომელსაც ნება დართეს განახორციელოს უპილოტო ავტომობილების გამოცდა საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მანქანის სალონში მაინც იჯდება მძღოლი, რომელიც მართვას ხელში აიღებს, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს. 

შტატის ხელისუფლება აცხადებს, რომ Zoox-ი, რომელიც ბაზირებულია სილიკონის ველში, პირველი კომპანიაა, რომელიც შეუერთდა შტატის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მოხდება მგზავრების ტრანსპორტირება უპილოტო ავტომობილებით. როგორც სახელისუფლებო ორგანოები აცხადებენ, „ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ავტონომიური საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაში“. 

მოქალაქეების თანდასწრებით ავტომობილების ტესტირება  კომპანიას საშუალებას აძლევს გააუმჯობესოს ტექნოლოგია და იმუშაოს წარმოქმნილ პრობლემებზე, რათა ტესტირების დასრულებისას მგზავრობა გახდეს სრულიად უსაფრთხო და კომფორტული. ტესტირებისას ავტომობილების უმეტესობა არ ახდენს ქალაქში დაშვებული საშალო სიჩქარის გადამეტებას.  

„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი რამაა. ჩვენ ვუახლოვდებით კომერციულ წარმოებას, რომელიც 2020 წლიდან დაიწყება“ - აღნიშნა ბერტ კაუფმანმა, Zoox-ის კორპორატიული და მარეგულირებელი საკითხების ხელმძღვანელმა. 

ასეა თუ ისე, ავტომობილები არ იმოძრავებენ ადამიანის კონტროლის გარეშე. მარეგულირებელი ორგანოები მოითხოვენ, რომ სარეზერვო მძღოლი დარჩეს მანქანის სალონში - აუცილობლობის შემთხვევაში იგი ხელში აიღებს ავტომობილის მართვას. 

Zoox-ი ერთ-ერთია იმ 62 კომპანიიდან, რომელთაც აქვთ ნებართვა - მოახდინონ ავტომატური მართვის მქონე ავტომობილების ტესტირება ქვეყანაში. ამ კომპანიათაგან უმეტესობა Alphabet Inc.-ის „ჩრდილქვეშ“ საქმიანობს -  მაგალითად, კომპანია Waymo, რომელმაც საქმიანობა რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მე ძალიან მაინტერესებს, როგორ მუშაობს თუნდაც Tesla-ს ავტოპილოტი ჩვენს გზებზე, როცა გზის ნახაზები წყდება ზოგან, ან მანქანები გიჟებივით მოძრაობენ :დ 

მოსკოვის დემო ნანახი მაქვს და იქ ტარების კულტურა ჩვენნაირია და უმკლავდება მაგას, მაგრამ ნახაზები არ ვიცი, მგონი იქ უკეთესი ნახაზებია :) 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.