Magdalena Posted December 25, 2018 Share Posted December 25, 2018 ოფიციალური ანონსისთანავე Xiaomi Pocophone F1 გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული სმარტფონი Snapdragon 845 ჩიპსეტით. Pocophone-ის სუბბრენდის სხვა დივაისები მწარმოებელს არ წარუდგენია წელს. როგორც ჩანს მის ფარგლებში არ იგეგმება მთელი რიგი სმარტფონების წარმოება. თუმცა F1-ის შემდგომი მოდელი, როგორც ცნობები ვრცელდება, 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვა. ინტერნეტში გამოჩნდა სამომავლო სმარტფონის შესახებ დეტალები და მისი ფოტოებიც. ეს არის პირველი „გაჟონვა“ სამომავლო ბიუჯეტურ ფლაგმანთან დაკავშირებით. ასე რომ წარმოდგენილი ცნობები არ იძლევა გარანტიას, რომ F2 მოდელი სწორედ ამგვარი იქნება. თუკი რენდერებს დავუჯერებთ, სმარტფონის დიზაინში ცვლილებებია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ფრონტალურ პანელზე ზედა და ქვედა ჭრილების არარსებობა. ზედა და ქვედა კიდეები გვერდითი პანელების ზომისაა, ფრონტალური კამერა კი განთავსებულია ეკრანის მარჯვენა მხარეს არსებულ მრგვალ ჭრილში. დანარჩენი მთლიანი წინა პანელი დისპლეის უკავია, რომლის მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. F2 სმარტფონის უკანა პანელი ორ ფერში იქნება წარმოდგენილი. ფოტოებზე ჩანს ვერტიკალური შავი ზოლი Huawei Mate 20 RS Porsche Design-ის სტილში, რომელზეც განთავსებულია ოთხი ობიექტივი და ფლეშ-განათება. ორ და მეტ-კამერიანი სმარტფონები ახლაც არ წარმოადგენს იშვიათობას, მომდევნო წლისთვის კი გაცილებით მეტი იქნება ამგვარი სმარტფონების რიცხვი, რომელთა რიგებს არც Xiaomi დააკლდება. აპარატულ პლატფორმას რაც შეეხება, სმარტფონს ექნება Snapdragon-ის 800-სერიის ფლაგმანური პროცესორი. 2019 წლისთვის ამგვარი პროცესორი იქნება Snapdragon 855 და სწორედ მის არსებობას მოელიან Pocophone F2-შიც. წინასწარი მონაცემებით, ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების მოცულობებია 6/8 და 64/128/256 გიგაბაიტი, კონფიგურაციების შესაბამისად. ამ ეტაპზე ვრცელდება ცნობა, რომ სმარტფონს ექნება 3800 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა და დისპლეიზე ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერი. Pocophone F2 სმარტფონთან მიმართებაში უდიდეს ინტერესს იწვევს მისი ღირებულება. წყაროები იმედოვნებენ, რომ ამ შემთხვევაშიც გაგრძელდება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და სასიამოვნო ტრადიცია. https://3dnews.ru/980096 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Nati57 Posted December 25, 2018 Share Posted December 25, 2018 მოგესალმებით ბატარეა დაახლოვებით რამდენ ხანს ძლებს დამუხტული? მადლობა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted December 25, 2018 Share Posted December 25, 2018 2 hours ago, Nati57 said: მოგესალმებით ბატარეა დაახლოვებით რამდენ ხანს ძლებს დამუხტული? მადლობა pocophone F1-ი მე მაქვს და 4000 მილიამპერიანი ელემენტი უყენია და საშუალო დატვირთულ მდგომარეობაში დღენახევარი გაგიძლებთ, შეიძლება 2 დღეც, სრულად დატვირთვის რეჟიმში 5-6 საათი უნდა გეყოთ წესით... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Nati57 Posted December 29, 2018 Share Posted December 29, 2018 მადლობას გიხდით სხვა რომელ მობილურს მირჩევთ ელემენტმა დიდხანს რომ გაძლოს დატვირთულმა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 2, 2019 Share Posted January 2, 2019 On 12/30/2018 at 2:02 AM, Nati57 said: მადლობას გიხდით სხვა რომელ მობილურს მირჩევთ ელემენტმა დიდხანს რომ გაძლოს დატვირთულმა? უამრავი სმარტფონია უკვე ბაზარზე და უმეტესობა, რომელსაც დიდი მოცულობის ბატარეა აქვს, დიდხანს გაგიძლებს. განსაკუთრებით ე.წ. Plus ზომის ტელეფონები, 5.5-6.0 დუიმიანები. ყველაზე კარგია, შენი რჩეული მოდელები ნახო https://www.gsmarena.com/ ზე, სპეციფიკაციებში ყველას, რომელიც გატესტილი აქვთ, უწერია, რამდენ ხანს ძლებს ბატარეა სხვადასხვა რეჟიმებში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Nati57 Posted January 2, 2019 Share Posted January 2, 2019 დიდი მადლობა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.