Jump to content

Xiaomi Pocophone F2-ს წინამორბედის მსგავსად საუკეთესო მახასიათებლები ექნება


Recommended Posts

ოფიციალური ანონსისთანავე Xiaomi Pocophone F1 გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული სმარტფონი Snapdragon 845 ჩიპსეტით. Pocophone-ის სუბბრენდის სხვა დივაისები მწარმოებელს არ წარუდგენია წელს. როგორც ჩანს მის ფარგლებში არ იგეგმება მთელი რიგი სმარტფონების წარმოება. თუმცა F1-ის შემდგომი მოდელი, როგორც ცნობები ვრცელდება, 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვა. 

image.jpeg 

ინტერნეტში გამოჩნდა სამომავლო სმარტფონის შესახებ დეტალები და მისი ფოტოებიც. ეს არის პირველი „გაჟონვა“ სამომავლო ბიუჯეტურ ფლაგმანთან დაკავშირებით. ასე რომ  წარმოდგენილი ცნობები არ იძლევა გარანტიას, რომ F2 მოდელი სწორედ ამგვარი იქნება. 

image.jpeg

 

თუკი რენდერებს დავუჯერებთ, სმარტფონის დიზაინში ცვლილებებია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ფრონტალურ პანელზე ზედა და ვედა ჭრილების არარსებობა. ზედა და ქვედა კიდეები გვერდითი პანელების ზომისაა, ფრონტალური კამერა კი განთავსებულია ეკრანის მარჯვენა მხარეს არსებულ მრგვალ ჭრილში. დანარჩენი მთლიანი წინა პანელი დისპლეის უკავია, რომლის მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. 

image.jpeg 

F2 სმარტფონის უკანა პანელი ორ ფერში იქნება წარმოდგენილი. ფოტოებზე ჩანს ვერტიკალური შავი ზოლი Huawei Mate 20 RS Porsche Design-ის სტილში, რომელზეც განთავსებულია ოთხი ობიექტივი და ფლეშ-განათება. ორ და მეტ-კამერიანი სმარტფონები ახლაც არ წარმოადგენს იშვიათობას, მომდევნო წლისთვის კი გაცილებით მეტი იქნება ამგვარი სმარტფონების რიცხვი, რომელთა რიგებს არც Xiaomi დააკლდება. 

image.jpeg 

აპარატულ პლატფორმას რაც შეეხება, სმარტფონს ექნება Snapdragon-ის 800-სერიის ფლაგმანური პროცესორი. 2019 წლისთვის ამგვარი პროცესორი იქნება Snapdragon 855 და სწორედ მის არსებობას მოელიან Pocophone F2-შიც. წინასწარი მონაცემებით, ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების მოცულობებია 6/8 და 64/128/256 გიგაბაიტი, კონფიგურაციების შესაბამისად. ამ ეტაპზე ვრცელდება ცნობა, რომ სმარტფონს ექნება 3800 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა და დისპლეიზე ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერი. 

image.jpeg

Pocophone F2 სმარტფონთან მიმართებაში უდიდეს ინტერესს იწვევს მისი ღირებულება. წყაროები იმედოვნებენ, რომ ამ შემთხვევაშიც გაგრძელდება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და სასიამოვნო ტრადიცია. 

  • Like 2
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Nati57 said:

მოგესალმებით

ბატარეა დაახლოვებით რამდენ ხანს ძლებს დამუხტული?

მადლობა 

 

pocophone F1-ი მე მაქვს და 4000 მილიამპერიანი ელემენტი უყენია და  საშუალო დატვირთულ მდგომარეობაში დღენახევარი გაგიძლებთ, შეიძლება 2 დღეც, სრულად დატვირთვის რეჟიმში 5-6 საათი უნდა გეყოთ წესით... 

Link to comment
Share on other sites

On 12/30/2018 at 2:02 AM, Nati57 said:

მადლობას გიხდით

სხვა რომელ მობილურს მირჩევთ ელემენტმა დიდხანს რომ გაძლოს დატვირთულმა?

 

უამრავი სმარტფონია უკვე ბაზარზე და უმეტესობა, რომელსაც დიდი მოცულობის ბატარეა აქვს, დიდხანს გაგიძლებს. განსაკუთრებით ე.წ. Plus ზომის ტელეფონები, 5.5-6.0 დუიმიანები. 

ყველაზე კარგია, შენი რჩეული მოდელები ნახო https://www.gsmarena.com/ ზე, სპეციფიკაციებში ყველას, რომელიც გატესტილი აქვთ, უწერია, რამდენ ხანს ძლებს ბატარეა სხვადასხვა რეჟიმებში.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.