Jump to content

რატომ სჭირდება მსოფლიოს Bitcoin-ი და კრიპტოვალუტები: ფინანსური მომსახურებები ადამიანის ძირითადი უფლებაა


Recommended Posts

image.jpeg

Coinbase-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ბრაიან არმსტრონგი (Brian Armstrong) აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს Bitcoin-ი და კრიპტოვალუტები საზოგადოებაზე. 

კრიპტობაზარი ეიფორიაში იყო, როდესაც Bitcoin-ა და Ethereum-მა 20 000-სა და 2 000-ს მიაღწია. სპეკულიანტებმა ჩათვალეს, რომ ეს იქნებოდა შემდგომი „პარადიგმა“ და თუკი ახლა, ამ მომენტში არ ჩაერთვებოდნენ, ცხოვრებაში სამუდამოდ გაუშვებდნენ ხელიდან 1000-მაგ მოგების შანსს. 

მიუხედავად კრიპტოების გარშემო არსებული ხმაურისა და ფასების მერყეობისა, ბრაიან არმსტრონგი თვლის, რომ კრიპტოვალუტებს დიდი მიზანი გააჩნია. 

მისი სიტყვებით, აშშ-სა და სხვა პირველი სამყაროს ქვეყნებში მაცხოვრებლები სარგებლობენ ფინანსური მომსახურებებით, როგორც აუცილებელი სერვისებით. ამგვარი ქვეყნების მოქალაქეთა უმეტესობა თვლის, რომ ბანკში შეტანილი ფული უსაფრთხოდაა დაცული. 

„ეს არის ფუფუნება, რომელზეც მსოფლიოში ბევრს არ მიუწვდება ხელი“ - განაცხადა არმსტრონგმა. მისი თქმით, მსოფლიოში დაახლოებით 1,8 მილიარდ ადამიანს აქვს სმარტფონი, თუმცა არ აქვს წვდომა ძირითად ფინანსურ სერვისებთან. 

მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა, რაც Bitcoin-ი და სხვა კრიპტოვალუტები გამოჩნდა და ამის შედეგად ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სმარტფონი და ინტერნეტთან წვდომა, შეუძლია ვაჭრობაში ჩაერთოს. როგორც არმსტრონგი აცხადებს, „დღესდღეობით მსოფლიოშ მხოლოდ 40 მილიონ ადამიანი ფლობს კრიპტოვალუტებს, თუმცა ეს დასაწყისია. ვთვლი, რომ ხუთი წლის შემდეგ კრიპტოების მფლობელთა რიცხვი მილიარდს მიაღწევს და იგი გადავა ინვესტირებისა და კომუნალური სარგებლიანობის ფაზაში, ე.ი მფლობელები კრიპტოვალუტებით შეძლებენ შეიძნონ სხვადასხვა სახის მომსახურება და ნივთები ან განახორციელონ სხვა ეკონომიკური ოპერაციები“. 

რა ქმა უნდა, ტექნოლოგია არ არის იდეალური. ბლოკჩეინს სუსტი წერტილი აქვს ტრანზაქციების მასშტაბებში. უმეტეს  dApps- და ბლოკჩეინ-აპლიკაციას იმდენად ცუდი სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, რომ ისინი გამოყენებისთვის პრაქტიკულად უსარგებლოა. ასევე, ტექნოლოგიამ ერთგვარად წაახალისა დაჰაკვის, ნარკოტრაფიკისა და გამოძალვის შემთხვევები. 

 თუმცა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ხსენებული პრობლემებიდან უმეტესის გადაჭრა შესაძლებელია. ეს ტექნოლოგია მილიარდობით ადმიანს საშუალებას მისცემს შეინახონ თავიანთი ქონება და მიიღონ წვდომა ვაჭრობა-მომსახურების მსოფლიო ბაზარზე. 

„კრიპტოვალუტა გახდება უდიდესი დემოკრატიზაციის ძალა მსოფლიოში, რადგან იგი აპირებს გაათანაბროს სათამაშო მოედანი“. 

ამ ყველაფრის ფონზე უნდა აღინიშნოს, რომ ბრაიან არმსტრონგის განწყობას სკეპტიკური მიდგომა სჭირდება. მას დიდი სტიმული აქვს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტებისგან: თუკი კრიპტოები დასახულ წარმატებას მიაღწევენ, Coinbase გახდება პოტენციურად ერთ-ერთი უმსხვილესი მომგებიანი კორპორაცია მსოფლიოში. 

ინტერესების პარალელურად, რთულია არ დაეთანხმო იმაში, რომ „ფინანსური მომსახურებების ხელმისაწვდომობა ადამიანის ძირითადი უფლებაა“. მას შემდეგ, რაც ატეხილი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა ჩაცხრება, კრიპტოვალუტებმა, შესაძლოა, მილიონები შეიტანონ მსოფლიო ეკონომიკაში. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Banking the unbanked და unbanking the banked :) 

საქართველოში იმდენად კარგ მდგომარეობაში ვართ საბანკო სერვისების კუთხით, რომ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კრიპტოვალუტები უმნიშვნელოვანესი გადარჩენის წყაროა.

მაგალითად, ვენესუელაში, ხალხს ბანკიდან ფული ვერ გამოაქვს. მაღაზიაში ქეშით თუ გადაიხდი, 50%-მდე ფასდაკლებას გიკეთებენ და ა.შ. 

ვენესუელაში კრიპტოვალუტები ძალიან პოპულარულია ამიტომ. 

თუმცა ისიც მართალია, რომ იმდენად User Friendly უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ ჩვენმა მშობლებმაც კი უპრობლემოდ შეძლონ გამოყენება. დღეს მსოფლიოს 1%-იც კი არ იყენებს კრიპტოვალუტებს და ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი მასიურ ედოფშენამდე.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.