Jump to content

ჩინეთში დაიწყეს მაინინგში გამოყენებული ვიდეო ბარათების მასიური განახლება


Recommended Posts

image.jpeg

მაინინგ-ბუმი ჩაცხრა, რამაც გამოიწვია ვიდეო ბარათების მეორად ბაზარზე აღმოჩენა. 

აქედან გამომდინარე, უამრავი მომხმარებელი ხედავს შანსს -  იაფად შეიძინოს ვიდეო ბარათები, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მაღაზიაში არსებულ ბარათებზე ფასების დაწევას მწარმოებლები არ ჩქარობენ. ზოგიერთი მომმხარებელი კი პირიქით - ერიდება შეიძინოს მაინინგში გამოყენებული ბარათები, რომელთაც მძმე დატვირთვა აქვთ გამოვლილი. 

ჩინეთში, სადაც თავმოყრილია მაინინგ-სიმძლავრის თითქმის ნახევარი, მომხმარებელთა მეორე ტიპის კატეგორიას უსიამოვნო სიურპრიზი ელის. 

როგორც საიტი EXPreview იტყობინება, ჩინელი მომწოდებლები მასიურად ახდენენ მაინინგში გამოყენებული ვიდეო ბარათების აღდგენას ახლის მდგომარეობამდე. 

image.jpeg 
ეს განახლება გულისხმობს არა მხოლოდ ძირეულ გასუფთავებას, არამედ სტიკერების შეცვლასაც. ამის შემდეგ უკვე აღარნაირი გარანტია ექნებათ მომხმარებლებს, რომ გამოწერილი ვიდეო ბარათი წლობით არ არის ნამუშევარი სრული დატვირთვით, რომ არ გამოუვლია დატვირთვისგან სილიკონის წვეთა და დეგრადაციები Ethereum-ის ან ZCash-ის მოპოვებისას. 

იმის გათვალისწინებით, თუ მაინინგისგან თავდაღწეული რა რაოდენობის ვიდეო ბარათია მეორად ბაზარზე, მოსალოდნელია, რომ ისინი არა მხოლოდ ინტერნეტ-მაღაზიების საშუალებით იქნება მიწოდებული მომხმარებლებზე.  
ამავე დროს, Bitcoin-ის კურსმა ზრდა დაიწყო და დანარჩენი კრიპტოვალუტებიც თან გაიყოლა. 

https://overclockers.ru/blog/d1my4/show/22882/v-kitae-massovo-vosstanavlivajut-videokarty-posle-majninga-do-sostojanija-novyh 

 

 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

ანუ Certified Refurbished სტატუსი გამოდის, ოფიციალურად. თუმცა, ახლებად გაყიდიან :)

ჩვენთან კია ძალიან გაიაფებული ნამაინინგარი ვიდეო ბარათები და შემოწმება ვინც იცის ასე თუ ისე, დიდი პრობლემაც არაა ნამაინინგარის ყიდვა, თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მონობის ქვეშ :დ 

1080 Ti ვიყიდე მე მაგალითად 1300 ლარად, თან GIGABYTE AORUS GTX 1080 Ti XTREME Edition, 2-3 თვის ნამაინინგარი და შემდეგ გეიმინგისთვის განკუთვნილი.

ფანტასტიურად ამაინინგებს ისევ, გეიმინგისთვისაც მშვენიერია, ოვერქლოქსაც იჭერს და გრილიცაა. მოკლედ, მაინინგი განაჩენი არ არის ვიდეო ბარათისთვის, მთავარია, კარგი ედიშენი იყოს, რომელიც მაინინგის ქვეშ მალე არ ფუჭდება და კარგად შევამოწმოთ.

მაგათ სერთიფაიდ რეფარბიშდებს, ახლად რომ შემოგვასაღებენ გაცილებით სჯობს მეორადის ყიდვა. თან ფასები არის ახლა ფანტასტიური :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.