Magdalena Posted December 22, 2018 Share Posted December 22, 2018 კომპანია LG Electronics-მა წარადგინა ახალი პროექტორი CineBeam Laser 4K, რომელსაც უფრო დეტალურად საზოგადოება გაეცნობა Consumer Electronics Show (CES) 2019-ზე. ლაზერიანი დივაისი (მოდელი HU85L) შექმნილია Ultra Short Throw (UST) ტექნოლოგიის გამოყენებით. პროექტორს შეუძლია 90 დუიმის ზომის გამოსახულების ფორმირება, რომელიც ეკრანიდან 5 სანტიმეტრით იქნება დაშორებული. დაშორების მანძილის 18 სანტიმეტრამდე გაზრდისას გამოსახულება იზრდება 120 დუიმამდე. როგორც დასახელებიდან ჩანს, პროექტორი შეესაბამება UHD/4K ფორმატს: გამოსახულების გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს. სიკაშკაშე აღწევს 2500 ANSI-ლუმენს. კომპანია LG ამტკიცებს, რომ პროექტორს შეუძლია მეტად რეალისტური, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებების ფორმირება და საუკეთესოდ აღიქმება მუქი შავი ფერი. გამოსახულების პროეცირება შესაძლებელია კედელზე, ჭერსა და იატაკზე. კონექტორებიდან ხელმისაწვდომია USB, Ethernet და HDMI პორტები. კომპლექტში შედის დისტანციური მართვის პულტი Magic Remote, რომელსაც აქვს ჟესტების ამოცნობის უნარი. პროექტორთან შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებების საშუალების გამოყენება. გაყიდვის თარიღსა და ფასზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. https://3dnews.ru/979992 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.