Jump to content

Facebook-მა პარტნიორებს მისცა წვდომა მომხმარებლების პირად მიმოწერებზე


Recommended Posts

გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხება Facebook-ის მიერ ვრცელი მონაცემების გაცვლას Apple-თან, Amazon-თან, Microsoft-თან, Spotify-სთან, Netflix-სთან და სხვებთან. როგორც აღმოჩნდა, პარტნიორობა იმ საზღვრებს სცდება, რაც აქამდე ჰქონდა Facebook-ს გამოცხადებული. კომპანიის შიდა დოკუმენტები, ინტერვიუები ასობით ყოფილ თანამშრომელთან და კორპორატიულ პარტნიორებთან ამტკიცებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში კომპანიები იღებდნენ წვდომას მომხმარებლების პრივატულ მონაცემებზე მათი თანხმობის გარეშე. ეს ყველაფერი ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სოციალურ ქსელს აუკრძალა მესამე მხარისთვის მონაცემების გადაცემა მომხმარებლების ნებართვის გარეშე. 

image.jpeg 

დაინტერესებულ მხარეს იმყოფება 150-ზე მეტი კომპანია, მათ შორისაა ონლაინ-მაღაზიები, გასართობი საიტები, ავტომწარმოებლები და მედიაორგანიზაციები. მონაცემების გაცვლის ყველაზე ძველი შეთანხმება თარიღდება 2010 წლით და უმეტესი მათგანი მოქმედი იყო 2017 წლამდე, ზოგიერთი კი დღემდე აქტუალურია. მომხმარებლების უმეტესობა არაინფორმირებული რჩებოდა, როდესაც მათი მონაცემები მესამე მხარეს გადაეცემოდა. 

მაგალითად, Apple-ს დღემდე აქვს წვდომა Facebook-მომხმარებლის კონტაქტებსა და კალენდართან. მისი თქმით, იგი არ  იყო გათვითცნობიერებული იმაში, რომ მონაცემთა მისაღებად აუცილებელი იყო განსაკუთრებული ნებართვა. Amazon-იც ამ დრომდე სარგებლობდა მომხმარებლების სახელებითა და საკონტაქტო ინფორმაციით. საძიებო სისტემამ Microsoft Bing-მა მიიღო არასანქცირებული წვდომა მეგობარი პროფილების ინფორმაციაზე, მაგრამ, როგორც აცხადებს, უკვე წაშალა ეს მონაცემები. Facebook-ი კი აღნიშნავს, რომ გაიცემოდა მხოლოდ საჯარო ინფორმაცია. თუმცა ფაქტია, რომ Spotify-ს, Netflix-სა და Royal Bank of Canada-ს მომხმარებლების პირად შეტყობინებებთანაც ჰქონდათ წვდომა. 

image.jpeg 

Facebook-ს გააჩნია პარტნიორული ურთიერთობის სამგვარი ტიპი. პირველს ეწოდება „გაერთიანება“. იგი გულისხმობს სპეციალური აპლიკაციების შექმნას, რომლებიც ინტეგრირებული სმარტფონის ოპერაციულ სისტემასთან და ითხოვენ ფართო სპექტრის მონაცემეზე წვდომას. 

პარტნიორობის მეორე ტიპი, რომლითაც Microsoft Bing-სარგებლობდა, არის პროგრამა „მომენტალური პერსონალიზაციის“ ნაწილი, რომელიც 2010 წლიდან ყველა მომხმარებელს შეეხო. იგი პარტნიორებს საშუალებას აძლევდა მოეხდინათ თავინთი სერვისების პერსონალიზაცია Facebook-ის მონაცემების გამოყენებით. თავად Facebook-ი ირწმუნება, რომ 2014 წელს ეს პროგრამა დაიხურა, თუმცა Times-ის ცნობით, Bing-მა მისით 2017 წელსაც ისარგებლა. 

მესამე ტიპი - ეს სხვადასხვა სახის გარიგებებია Facebook-ან და აქტიურია 2010 წლიდან. მათგან ყველაზე რადიკალური იყო წვდომის დაშვება მომხმარებლების პირად შეტყობინებებთან.  

არის კიდევ სხვა შემაშფოთებელი დეტალებიც, მათ შორის ის, რომ რამოდენიმე კომპანიამ შეინარჩუნა წვდომა Facebook-ის მომხმარებლების უნიკალურ იდენტიფიკატორზე მას შემდეგაც კი, რაც შეთანხმებას ვადა გაუვიდა. ჯამში, სიტუაცია მეტყველებს  მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის სუსტ დონეზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის Facebook-ის ხელმძღვანელობის მხრიდან გაკეთებულ განაცხადთან, რომ „კონფიდენციალურობა მათი კომპანიის საფუძველია“. 

სულ  რაღაც ორი  კვირაა გასული წინა სკანდალიდან, როდესაც Facebook-მა აღიარა სოციალური ქსელის ისტორიაში მომხდარი მონაცემთა ყველაზე მასიური გაჟონვის შესახებ. ცხადია, რომ უსაფრთხოებისა და პრივატულობის მტკიცება სადავო ხასიათის მატარებელია. ის კომპანიები კი, რომლებიც Facebook-ის პარტნიორები არიან, თავიანთ რეპუტაციას რისკის ქვეშ აყენებენ.  

  • Like 1
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

რა მიზნითაც იქმნება სოციალური ქსელები იმ მიზნით იყენებენ, გაუკვირდათ თითქოს რამე ახალი ამბავია :D 

Link to comment
Share on other sites

5 hours ago, Gogla1990 said:

რა მიზნითაც იქმნება სოციალური ქსელები იმ მიზნით იყენებენ, გაუკვირდათ თითქოს რამე ახალი ამბავია :D 

ერთ დღესაც რომ ყველა მესიჯი გამოქვეყნდეს)) ყველასი

ასეთ დროს ფილმი Nerve მახსენდება ხოლმე. სანამ ანონიმურობა დაცულია ყველა ხოდზეა, და ვინაობები რომ გასკდება სოროებში ძვრებიან.

რაღაც აპლიკაცია რომაა sarahah, მანდ თუ გამოჩნდა ვინაობები ერთხელაც.. აპოკალიფსი დაიწყება

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, Magdalena said:

ერთ დღესაც რომ ყველა მესიჯი გამოქვეყნდეს)) ყველასი

მშვენიერი იქნება
მეტნაკლებად ყველა თავის ადგილს დაუახლოვდება :D 

2 minutes ago, Magdalena said:

სანამ ანონიმურობა დაცულია ყველა ხოდზეა, და ვინაობები რომ გასკდება სოროებში ძვრებიან.

:dacinva:

Link to comment
Share on other sites

facebook- რა არის? :xeli: წლებია არ გამომიყენებია. იდაონ და იკითხონ რამდენიც უნდათ. 

Link to comment
Share on other sites

მსგავსი ამბავი გვქონდა მაგალითად GMail-ში. გუგლზე კი არავის უთქვამს, სხვას მისცა მეილების წაკითხვის უფლებაო, მაგრამ რომ დაკვირვებოდით, რეკლამები GMail-ში წერილის კონტენტთან თანხვედრაში იყო ხოლმე ხშირად.

ანუ წერილის კონტენტი ინდექსირდება და შესაბამისი რეკლამა გამოდის :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.