Magdalena Posted December 19, 2018 Share Posted December 19, 2018 კომპანია Qualcomm Technologies-მა დააანონსა მოდემი Qualcomm 9205 LTE, რომელიც დაპროექტებულია სპეციალურად სხვადასხვა ტიპის თან სატარებელი დივაისებისთვისა (მაგალითად, სმარტ-საათები, აქტივობის ტრეკერები) და ინტერნეტ-ნივთებისთვის. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ახალი მოდემი უზრუნველყოფს წინამორბედთან შედარებით ენერგომოხმარების შემცირებას 70%-მდე მოლოდინის რეჟიმში. ამასთან, 50%-ით შემცირდა ზომაც. Qualcomm 9205 LTE-ის შეამდგენლობაში შედის მრავალრეჟიმიანი LTE-მოდემი 2G/E-GPRS მობილურ ქსელებში მუშაობის შესაძლებლობით, ასევე GPS/Beidou/GLONASS/Galileo თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების მიმღები. გარდა ამისა, ახალი მოწყობილობა შეიცავს ARM Cortex-A7 პროცესორს 800 მეგაჰერცამდე ტაქტის სიხშირით. ამის წყალობით აღარ არის გარე მიკროკონტროლერის გამოყენების აუცილებლობა. და ბოლოს, საუბარია ახალ მოწყობილობაში ენერგომოხმარების მართვის მოწინავე საშუალებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ. Qualcomm 9205 LTE მოდემის მქონე კომერციული პროდუქტები მომდევნო წლიდან გამოჩნდება. https://3dnews.ru/979758 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
hellygeorge Posted October 5, 2022 Share Posted October 5, 2022 Custom IOT development is a modem designed for portable gadgets and the internet of things. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.