Magdalena Posted December 14, 2018 Share Posted December 14, 2018 ახალი, სამომხმარებლო Ice Lake პროცესორებში ჩაშენებული გრაფიკა - Gen11 ბევრად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს წინა Gen9.5 ვერსიასთან შედარებით. ფოტოს წყარო: Intel სამომავლო Gen11 ინტეგრირებული გრაფიკული მოწყობილობების გამოსვლა დადასტურებულია Intel-ს მიერ. ცნობილია მათ შესახებ გარკვეული დეტალებიც: 24-ის ნაცვლად 64 Execution Units (Iris Plus Graphics 650-ში მათი რაოდენობაა 48). Gen11 გრაფიკული ბირთვი უზრუნველყოფს 1 TFLOP/წმ. სიჩქარეს, რაც Radeon Vega 8-ს დონეს უახლოვდება (1,12 TFLOP/წმ.). Vega 8 წარმოადგენს AMD Ryzen 3 2200G პროცესორის ნაწილს. Tile-ს ბაზაზე რენდერინგის, განახლებული კვების ქვესისტემისა და ახალი FPU ინტერფეისის წყალობით, სავარაუდოდ წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება ენერგომოხმარების გაზრდის გარეშე. როგორც Intel-ი აცხადებს, ეფექტურობა მოიმატებს. ახალი GPU-ს შემადგენლობაში შევა გაუმჯობესებული Media Encoder და Decoder. დადასტურებულია, რომ ექნება HDR-ისა და Adaptive Sync-ის მხარდაჭერა. პირველი პროდუქტები Gen11 გრაფიკით გამოჩნდება 10-ნანომეტრიან პროცესორებში და გაყიდვაში გამოვა 2019 წელს. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/22678/novaja-vstroennaja-grafika-gen11-ot-intel 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.