Magdalena Posted December 14, 2018 Share Posted December 14, 2018 Razer-მა გადაწყვიტა შეამოწმოს თავისი ფანატების ლოიალურობის დონე და წარადგინა Razer Softminer-ი - პროგრამა მაინინგისთვის, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერზე დაყენებისა და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტები მიეღოთ, Razer-ს სურს, რომ ყველა მოპოვებული კრიპტოვალუტა თავისთვის დაიტოვოს, მომხმარებლები კი დაასაჩუქროს Razer Silver-ის ე.წ. წამახალისებელი კრედიტებით. Razer Softminer-ი იყენებს მაღალი წარმადობის GPU-ს და არაფერია ნახსენები იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვისაა განკუთვნილი ფაქტიური მაინერი. ცხადია, რომ მომხმარებლები არ ეწევიან Razer Silver-ის მაინინგს (როგორც კომპანია აღიარებს, იგი არ არის კრიპტოვალუტა) და ეს ლოიალურობის კრედიტები გაიცემა ეკვივალენტის სახით. მაინინგის პროგრამას, რომელიც მუშაობს NVIDIA GTX 1050-ზე ან AMD RX 460-ზე მთელი დღის განმავლობაში, მოაქვს ~ 500 Razer Silver-ი და მისი გამოყენება შესაძლებელია Razer-ის სხვადასხვა პერფერიული მოწყობილობების შესაძენად: თამაშების, ვაუჩერების და სხვ. Razer Silver-ის მოქმედების ვადა მოგებიდან 12 თვეში იწურება , რაც ამ წამოწყებას საკმაოდ არამიმზიდველს ხდის იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, კომპიუტერული თამაშებისთვის საჭიროა 21 000 „ვერცხლი“ (40-დღიანი უწყვეტი მაინინგი თამაშის მოსაპოვებლად, როცა მისი შეძენა სულ რაღაც 10-15 დოლარად არის შესაძლებელი ყოველგვარი ფასდაკლების გარეშეც კი). თავად Razer-ის პროდუქტების მოსაპოვებლად კი გაცილებით ბევრი დროა საჭირო, ზოგ შემთხვევაში წელიწადზე მეტიც კი. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/22686/razer-hochet-zarabotat-na-majninge-s-pomoschju-svoih-fanatov Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.