Jump to content

როგორც ჩანს, Apple აპირებს საკუთარი მოდემების წარმოებას Qualcomm-თან კონკურენციის გაწევის მიზნით


Magdalena

Recommended Posts

image.png

Apple-ის მიერ გამოცხადებული რამოდენიმე ვაკანტური ადგილის გამოჩენის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ კომპანია აპირებს თავად აწარმოოს მოდემები და ამით უკეთ გაუწიოს კონკურენცია Qualcomm-ს. ვაკანსიები ეხება ქსელური მოდემების სისტემების არქიტექტორების მოძიებას. დავალება მდგომარეობს  layer 1 cellular PHY chip“-ის შემუშავებაში, რომელშიც ინჟინერ-სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას.  

გავრცელებულ ინფომაციაში ნათქვამია, რომ Apple არამხოლოდ აპირებს საკუთარ მოდემებზე მუშაობს, არამედ გეგმავს მათ გამოყენებას ახალ iPhone-ებში და სურს თავისი მრავალწლიანი პარტნიორის - Intel-ის ჩამოშორება. 

აღნიშნულია ისიც, რომ ახალი მოდემის შემუშავება-გამოსვლამდე კიდევ ბევრი წელია და 2020 წლისთვის დაგეგმილი 5G iPhone-ებშიც კი კომპანიას ჯერ კიდევ მოუწევს Intel-ის მოდემების გამოყენება. ეს ბუნებრივია, რადგან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Apple ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს სპეციალისტების დაქირავებას, პროცესის დასრულებას რამოდენიმე წელიწადი დასჭირდება. ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მობილურ ბაზარზე, განსაკუთრებით კი შეეხება Qualcomm-სა და Intel-ს, რომლებიც მსოფლიოს ორ უმსხვილეს მოდემების მომწოდებელს წარმოადგენენ. 

ისტორიულად, Apple თავის მოწყობილობებში Intel-ისა და Qualcomm-ის მოდემებს იყენებდა, მაგრამ 2017 წლიდან დაიწყო უთანხმოება Apple-სა და Qualcomm-ს შორის, რადგან Apple-მა იგი დაადანაშაულა არაკონკურენტუნარიანი ფასების შემოთავაზებაში და საქმე  სასამართლო პროცესამდე მივიდა. შედეგად, Apple-მა უარი განაცხადა მისი ჩიპების გამოყენებაზე და ბოლო აობის iPhone-ებში - (iPhone XS და XR) Intel-ის ჩიპები გამოიყენა. კომპანია Qualcomm-ი კი ცდილობს შეზღუდოს iPhone-ების გაყიდვა აშშ-სა და ჩინეთში. 

უნდა აღინიშნოს, რომ Apple-სთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს შემდეგი რამ: Intel-ი წარმადობის კუთხით ფეხს ვერ უწყობს Qualcomm-ის მოდემებს. როგორც ტესტები აჩვენებს, Qualcomm Snapdragon 845 სიჩქარის მხრივ უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე Intel-ის ჩიპების მქონე დივაისები: Qualcomm-ის ჩიპმა 40%-ით მეტი ჩამოტვირთვის სიჩქარე აჩვენა და 20%-ით მეტი - მონაცემთა ატვირთვის სიჩქარე. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.