Jump to content

რეალურ დროში ray-tracing-ი მალე გამოჩნდება ლეპტოპებში


Recommended Posts

როგორც ცნობილია, NVIDIA GeForce RTX მობილური ამაჩქარებლების სერია წარდგენილი იქნება CES 2019-ზე, სადაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები მოახდენენ თავიანთი სამომავლო ლეპტოპებისა და მონობლოკების დემონსტრირებას ახალი ვიდეო ბარათებით. ბოლო ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება მინიმუმ სამი ჩვეულებრივი GPU და სამი - Max-Q ფორმატის ვიდეო ბარათი თხელი ლეპტოპებისთვის: 

  1. NVIDIA GeForce RTX 2080 Ti Mobility; 

  1. NVIDIA GeForce RTX 2080 Mobility; 

  1. NVIDIA GeForce RTX 2080 Max-Q; 

  1. NVIDIA GeForce RTX 2070 Max-Q; 

  1. NVIDIA GeForce RTX 2060 Max-Q; 

  1. NVIDIA GeForce RTX 2060 Mobility. 

ყველაზე ადრე, Turing-ის ბაზაზე არსებული მობილური ამაჩქარებელი GeForce RTX 2060 გამოჩნდა 3DMark-ის მონაცემთა ბაზაში. დიდი ალბათობით, მობილური ვარიანტიც იმავე კრისტალზე იქნება აგებული, რაზეც დესკტოპ-ვერსია. ვიდეო ბარათს ექნება 960 მჰც ტაქტის სიხშირე და 6 გიგაბაიტი GDDR6 ვიდეომეხსიერება, რომელიც იმუშავებს 192-ბიტიანი ინტერფეისით 1750 მჰც სიხშირეზე (ანუ, გამოყენებულია 14 გბიტი/წმ. ჩიპები).  

image.jpeg 

Max-Q ლეპტოპებისთვის განკუთვნილი GeForce RTX 2060 განსხვავებული მახასიათებლების მქონეა. გამოყენებულია ბირთვის უფრო მაღალი  სიხშირე - 975 მჰც, თუმცა შემცირებულია მეხსიერების სამუშაო სიხშირე 1500 მეგაჰერცამდე (ანუ, გამოყენებულია 12 გბიტი/წმ. ჩიპები). როგორც ცნობილია, მობილური ბარათი შეძლებს 19 000 ქულის მოგროვებას, ე.ი გაცილებით ნელია, ვიდრე თანამედროვე მობილური ბარათი GeForce GTX 1070. 

 

image.jpeg 

image.jpeg 

Geekbench-ის შედეგების წყალობით ცნობილი გახდა GeForce RTX 2070 Max-Q-ის სავარაუდო მახასიათებლები: ამ ვიდეო ბარათს ექნება 2304 CUDA ბირთვი, რომლებიც მუშაობს 1300 მჰც სიხშირეზე და 8 გბ GDDR6 მეხსიერება. იგი განკუთვნილია მაღალი წარმადობის სიტემებისთვის.  

image.jpeg 

GeForce RTX 2080-ის შემთხვევაში, ცნობილი ხდება, რომ წარმოდგენილი იქნება ვარიანტები ჩვეულებრივი ლეპტოპებისა და ასევე Max-Q სისტემებისთვის. ორივე მოდიფიკაციას ექნება 2944 CUDA ბირთვი და 8 გბ GDDR6 მეხსიერება. ჩვეულებრივ ვარიანტს აქვს 1590 მჰც ტაქტის სიხშირე, Max-Q ვარიანტს კი - 1230 მჰც. 

image.jpeg

 

ბარათებს ექნებათ  მეხსიერების ანალოგიური კონფიგურაცია:  Max-Q ვარიანტი წარმოდგენილი იქნება 12 გბიტი/წმ. ჩიპებით, ჩვეულებრივი ლეპტოპისთვის განკუთვნილი ბარათი კი - 14 გბიტი/წმ. ჩიპებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტული RTX 2080 ვარიანტი HP-ის ლეპტოპებზე მუშაობდა 8-ბირთვიან, 16-ნაკადიან Intel-ის პროცესორზე (მეცხრე თაობის Core i9 პროცესორი ტაქტის საბაზისო სიხშირით 2,1 გჰც და Boost-სიხშირით - 4,4 გჰც). 

image.jpeg 

და ბოლოს, გამოჩნდა ინფორმაცია GeForce RTX 2080 Ti ამაჩქარებლის შესახებ, რომელიც გამოიყენება ASUS Zephyrus M GM501GS ლეპტოპში. GeForce RTX 2080 Ti მობილურ ვერსიას აქვს 4352 CUDA ბირთვი, რომლებიც მუშაობს 1540 მჰც სიხშირეზე. ასევე აქვს 11 გბ GDDR6 მეხსიერება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მობილური ვერსია მეტად ახლოსაა დეკტოპ-ვარიანტის მახასიათებლებთან, ასე რომ NVIDIA-ს ალბათ კიდევ მოუწევს სიხშირეებზე მუშაობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ბარათი მეტისმეტად ძირადღირებული იქნება. 

image.jpeg 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.