Jump to content

EVGA Hybrid Kit: გაგრილების ჰიბრიდული სისტემები GeForce RTX ვიდეო ბარათებისთვის


Recommended Posts

კომპანია EVGA-მ წარადგინა გაგრილების ჰიბრიდული სისტემების სერია - Hybrid Kit. სიახლე წარმოადგენს გაგრილების სისტემის ალტერნატივას და ხელმისაწვდომია GeForce RTX ვიდეო ბარათებისთვის - როგორც EVGA-ს შესრულებით, ასევე NVIDIA Founders Edition ეტალონური ბარათებისთვის 

 

image.jpeg 

EVGA Hybrid Kit-ის მთავარ ელემენტს წარმოადგენს თხევადი გაგრილების სისტემა. იგი მოიცავს სპილენძისგან დამზადებულ წყლის ბლოკს, რომელზეც დაყენებულია ტუმბო და მასზე მილებით მიერთებულია 120-მილიმეტრიანი, ერთვენტილატორიანი რადიატორი.  

image.jpeg 

წყლის ბლოკი ახდენს რადიატორისა და მეხსიერების მიკროსქემების გაგრილებას. კვების ქვესისტემის გაგრილებას კი უზრუნველყოფს რადიატორი მასში არსებული 80-90 მილიმეტრიანი ვენტილატორით.  

image.jpeg 

ჯამში სულ წარმოდგენილია EVGA Hybrid Kit-ის ოთხი მოდელი, რომელთაგან ორი განკუთვნილია GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებისთვის, დანარჩენი ორი კი GeForce RTX 2070-ისა და RTX 2080-ისთვის. ორივე წყვილიდან თითო მოდელი განკუთვნილია ვიდეო ბარათებისთვის, სერიიდან - Gaming, XC, XC2 და Founders Edition, მეორე კი გამოსადეგია FTW3 მოდელებისთვის. აღვნიშნავთ, რომ ახალი სისტემა შეუთავსებადია GeForce RTX 2070 Founders Edition ეტალონურ ვიდეო ბარათებთან. 

image.jpeg 

XC, XC2 და FE სერიის GeForce RTX 2070, RTX 2080 და RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილი EVGA Hybrid Kit გაგრილების სისტემის ღირებულება 170 აშშ დოლარია. EVGA FTW3 სერიის GeForce RTX ბარათებისთვის განკუთვნილი სისტემა კი 10 დოლარით მეტი ღირს. 

  • Like 2
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.