Magdalena Posted December 13, 2018 Share Posted December 13, 2018 კომპანია EVGA-მ წარადგინა გაგრილების ჰიბრიდული სისტემების სერია - Hybrid Kit. სიახლე წარმოადგენს გაგრილების სისტემის ალტერნატივას და ხელმისაწვდომია GeForce RTX ვიდეო ბარათებისთვის - როგორც EVGA-ს შესრულებით, ასევე NVIDIA Founders Edition ეტალონური ბარათებისთვის. EVGA Hybrid Kit-ის მთავარ ელემენტს წარმოადგენს თხევადი გაგრილების სისტემა. იგი მოიცავს სპილენძისგან დამზადებულ წყლის ბლოკს, რომელზეც დაყენებულია ტუმბო და მასზე მილებით მიერთებულია 120-მილიმეტრიანი, ერთვენტილატორიანი რადიატორი. წყლის ბლოკი ახდენს რადიატორისა და მეხსიერების მიკროსქემების გაგრილებას. კვების ქვესისტემის გაგრილებას კი უზრუნველყოფს რადიატორი მასში არსებული 80-90 მილიმეტრიანი ვენტილატორით. ჯამში სულ წარმოდგენილია EVGA Hybrid Kit-ის ოთხი მოდელი, რომელთაგან ორი განკუთვნილია GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებისთვის, დანარჩენი ორი კი GeForce RTX 2070-ისა და RTX 2080-ისთვის. ორივე წყვილიდან თითო მოდელი განკუთვნილია ვიდეო ბარათებისთვის, სერიიდან - Gaming, XC, XC2 და Founders Edition, მეორე კი გამოსადეგია FTW3 მოდელებისთვის. აღვნიშნავთ, რომ ახალი სისტემა შეუთავსებადია GeForce RTX 2070 Founders Edition ეტალონურ ვიდეო ბარათებთან. XC, XC2 და FE სერიის GeForce RTX 2070, RTX 2080 და RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილი EVGA Hybrid Kit გაგრილების სისტემის ღირებულება 170 აშშ დოლარია. EVGA FTW3 სერიის GeForce RTX ბარათებისთვის განკუთვნილი სისტემა კი 10 დოლარით მეტი ღირს. https://3dnews.ru/979481 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.