Magdalena Posted December 13, 2018 Share Posted December 13, 2018 ხშირია შემთხვევები, როდესაც შეიძლება არ ვიცოდეთ, როგორ გამოითქმის სწორად კონკრეტული სიტყვა. Google-ის ახალი ფუნქცია კი მომხმარებელს დაეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში. რაღა თქმა უნდა, ვიცით, რომ Google Translate-ს აქვს ხმოვანი ფუნქცია და შეგვიძლია მოვისმინოთ სიტყვის ჟღერადობა, თუმცა თვალსაჩნოდ გამოსახული, დამარცვლილი სიტყვა აღსაქმელად უმჯობესია. თანაც, შესაძლოა არ ვიმყოფებოდეთ იმგვარ სიტუაციაში, სადაც შეგვეძლება ხმოვანი ფუნქციით სარგებლობა. ახალი ფუნქციის წყალობით მომხმარებელები ისწავლიან სიტყვების სწორად გამოთქმას და თავს აარიდებენ შესაძლო უხერხულ სიტუაციებს გამოთქმასთან დაკავშირებით. ახალი ფუნქცია ტესტირების რეჟიმში იმყოფება. ცნობილია ისიც, რომ მისი საშუალებით არჩევანიც კი ექნებათ შეთავაზებული მომხმარებლებს: როგორი გამოთქმა აირჩიონ ერთი კონკრეტული სიტყვისთვის - ამერიკული თუ ბრიტანული აქცენტით. https://www.theverge.com/2018/12/11/18136154/google-search-word-pronunciation-test 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.