Jump to content

მიმდინარე წლის ტოპ-5 სმარტფონი


Recommended Posts

მობილური გაჯეტების ბაზარი სწრაფად იზრდება და ვითარდება.  ის, რაც დღესდღეობით ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია, ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ამჟამად ფლაგმანური სეგმენტი სავსეა დივაისებით, რომლებიც მოიცავს შთამბეჭდავი დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე სმარტფონებს. სტატიაში თავმოყრილია 2018 წლის საუკეთესო სმარტფონების ხუთეული. 

(აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩამოთვლილი დივაისები ავტორის სუბიექტურ აზრს გამოხატავს, თქვენი სიმპათიები და აზრები შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარებში). 

image.jpeg 

საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული - iPhone XS Max: 

დღესდღეობით, კომპანია Apple-ის საუკეთესო სმარტფონი iPhone XS Max-ია, იგი მეტისმეტად ძვირი ეჩვენებათ კომპანიის ფანატებსაც კი, თუმცა მისი შეძენისას მფლობელი იღებს მაღალი წარმადობის მქონე სმარტფონს საუკეთესო კამერით. 

image.jpeg 

image.png 

მოკლედ მახასიათებლების შესახებ: 

  • პროცესორი: 6-ბირთვიანი Apple A12 Bionic, Apple M9 პროცესორი; 

  • მეხსიერება: 4 გბ RAM, 64/256/512 გბ; 

  • კამერები: ძირითადი 12+12 მეგაპიქსელი 2x ოპტიკური zoom-ით. ფრონტალური კამერა - 7 მეგაპიქსელი (1080р/30fps); 

  • დისპლეი: 6,5 დუიმი, 2688×1242 გაფართოება, OLED ტექნოლოგია; 

  • ბატარეა: 3179 მილიამპერი/სთ. უსადენო დატენვის მხარდაჭერა. 

 

image.png 

„სმარტფონი მომავლიდან“ – OPPO Find X: 

აღნიშნული სმარტფონი გამოირჩევა უჩარჩოო ფუტურისტული დიზაინითა და შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლებით: 

image.jpeg 

image.png 

  • პროცესორი: Qualcomm Snapdragon 845, გრაფიკა: Adreno 630; 

  • მეხსიერება: ოპერატიული 8 გბ, ფლეშ-მეხსიერება 128/256 გბ; 

  • კამერები: 20+16 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, 25-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა; 

  • დისპლეი: 6,4 დუიმი, 2340х1080p გაფართოება; გვერდების შეფარდება: 19:9-ზე; 

  • ბატარეა: 3730 მილიამპერი/სთ. მხარდაჭერილია როგორც სწრაფი, ასევე უსადენო დატენვა. 

image.png 

„დროში გამოცდილი“ – Samsung Galaxy S9 Plus: 

Samsung-ის სმარტფონები რომ მუდმივად დიდ პოპულარობით სარგებლობს, ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ზემოთხსენებული მოდელი წარმოდგენილია ორ კონფიგურაციაში: საფირმო პროცესორის - Exynos-ის (EU) ბაზაზე და Qualcomm-ის ტოპ-ჩიპსეტით. ეს უკანასკნელი გაცილებით მეტი წარმადობის მქონე მოდელია. 

image.png 

image.png 

  • პროცესორი: Exynos 9810 (EU) ან Qualcomm Snapdragon 845 (USA); 

  • მეხსიერება: 4 გბ ოპერატიული (LPDDR4), ჩაშენებული - 64/128/256 გბ (UFS 2.1); 

  • კამერები: ძირითადი კამერა - 12+12 მეგაპიქსელი, ფრონტალური - 8 მეგაპიქსელი; 

  • დისპლეი: SuperAMOLED, 6,2 დუიმი, 2960x1440p გაფართოება (Quad HD+),გვერდების შეფარდება - 18:9-სთან; 

  • ბატარეა: 3000 მილიამპერი/სთ, საფირმო უსადენო დატენვა, სწრაფი დატენვა. 

image.png 

„საუკეთესო სმარტფონი ენთუზიასტებისთვის“ – OnePlus 6T: 

ამ სმარტფონის შეძენისას მფლობელი იღებს ერთ-ერთ ყველაზე ტოპ-ტექნიკური მახასიათებლების მქონე დივაისს. აღსანიშნავია ხარისხიანი სოფთვეარ-მხარდაჭერა, რომლის წყალობითაც არც თუ ისე ახალი მოდელებიც კი სტაბილურად იღებენ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს. 

image.jpeg

  • პროცესორი: Qualcomm Snapdragon 845, 2,8 გჰც სიხშირე; 

  • მეხსიერება: 8 გბ ოპერატიული, ჩაშენებული - 256 გბ; 

  • კამერები: 16+20-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა; 

  • დისპლეი: 6,41 დუიმი, 2280х1080р გაფართოება, გვერდების შეფარდება - 18:9-ზე, ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი; 

  • ბატარეა: 3700 მილიამპერი/სთ, მხარდაჭერილია უსადენო და სწრაფი დატენვა. 

 

image.png 

და ბოლოს - Huawei P20 Pro: 

Huawei-ის ფლაგმანური სმარტფონი წარმოდგენილია შესანიშნავი ფოტოგადაღების შესაძლებლობით, მიმზიდველი ვიზუალით და საფირმო Kirin 970 პროცესორით.  

image.jpeg

  • პროცესორი: საფირმო 10-ნანომეტრიანი HiSilicon Kirin 970, გრაფიკა: Mali-G72; 

  • მეხსიერება: 6 გბ ოპერატიული (LPDDR4),  ჩაშენებული - 128 გბ. (UFS 2.1); 

  • კამერები: 8+20+40 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ( zoom, ოპტიკური სტაბილიზატორი, ლაზერული ფოკუსირება), 24-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა სახის ამომცნობი ტექნოლოგიით; 

  • დისპლეი: 6,1 დუიმი, OLED, 2240х1080р რეზოლუცია, გვერდების შეფარდება: 18,7:9-სთან; 

  • ბატარეა: 4000 მილიამპერი/სთ, სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.