Magdalena Posted December 11, 2018 Share Posted December 11, 2018 Razer Blade ეს ლეპტოპი საუკეთესო არჩევანია გეიმინგ-ლეპტოპებს შორის. იგი შექმნილია სპეციალურად თამაშებისთვის და მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის თამაშისთვის, ასევე Windows Mixed Reality სიმულაციებისთვის. თუკი გსურთ ლეპტოპი კონკრეტულად თამაშებისთვის, Razer Blade ნამდვილად სწორი არჩევანია. იგი წარმოდგენილია ყველა აუცილებელი პორტით, რომლებიც საჭიროა Windows Mixed Reality-ის გაშვებისთვის, ასევე აქვს ჩაშენებული GTX 1060, ასე რომ, ეს იდეალური VR-ლეპტოპია. ლეპტოპის პლუსები: გრაფიკულად შესაძლებელია WMR Ultra-ს გაშვება; 144 მეგაჰერციანი ეკრანი; 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი; მიმზიდველი ვიზუალი. ლეპტოპის მინუსები: ხმაურის დონე; ხშირად ცხელდება, მაშინაც კი, როცა არ თამაშობთ. ფასი:1600 აშშ დოლარი გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2PtDnSg Razer Blade 15-ის ალტერნატიული ლეპტოპები: მეორე ადგილზე მყოფი შემოთავაზებული ვარიანტია Dell XPS 15: ამ ლეპტოპის ღირებულება 1400 დოლარია, აქვს ვირტუალური რეალობის მხარდაჭერა. იგი არ წარმოადგენს უბრალოდ გეიმინგ-კომპიუტერს: შეუძლია Windows Mixed Reality-ის მართვის ქვეშ მუშაობა Ultra-დონეზე, ამავე დროს, აქვს ჩვეულებრივი, სამუშაო ლეპტოპისთვის დამახასიათებელი გარეგნული დიზაინი და ფუნქციონალურობაც. Dell XPS ლეპტოპი - ეს არის პროფესიონალური, ხარისხიანი დივაისი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურადაც, საოფისე სამუშაოებისთვის. მის საბაზისო მოდელს, Razer Blade-ს მსგავსად, აქვს GTX 1060 ვიდეო ბარათი, რაც ლეპტოპს ანიჭებს საჭირო სიმძლავრეს. ფასი: 1400 აშშ დოლარი გამოსაწერი ლინკი: https://dell.to/2SBr3RT Surface Book 2 Microsoft-ის ლეპტოპი, რომელსაც კომპანია განსაკუთრებულად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ფასის მხრივ ძვირია, თუმცა შიდა კომპონენტების გათვალისწინებით და არა მხოლოდ, საუკეთესო სამეულში დაასახელა Windows Central-მა. შიდა კომპონენტებს რაც შეეხება, ესენია NVIDIA GTX 1060 ვიდეო ბარათი, მერვე თაობის Core i7 პროცესორი და 8GB RAM. ფასი: 1800 აშშ დოლარი გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2En8MVp ! ხსენებული ლეპტოპები წარმოადგენს Windows Central-ის შემოთავაზებულ ვარიანტებს და, შესაბამისად, მის სუბიექტურ არჩევანს. https://www.windowscentral.com/best-laptops-windows-mixed-reality 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.