Magdalena Posted December 10, 2018 Share Posted December 10, 2018 კომპანია HMD Global-ი, რომელიც უშვებს სმარტფონებს Nokia-ს მარკით, აპირებს, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტში. პირველი სმარტფონი Nokia-ს ბრენდით - Nokia 6 – HMD Global-მა დააანონსა 2017 წლის იანვარში. მას შემდეგ კომპანიას საკმაოდ კარგი მიღწევები ჰქონდა. ცნობილია, რომ ორი წელში სმარტფონ Nokia-ს გაყიდვებმა შეადგინა 70 მილიონი ერთეული. დღესდღეობით, Nokia-ს სმარტფონები ძირითადად წარმოდგენილია დაბალი და საშუალო ფასის სეგმენტში. ამიტომ, HMD Global-ი სამომავლოდ აპირებს კონცენტრირდეს მაღალი წარმადობის მქონე სმარტფონების ბაზარზე. ცნობილია, რომ კომპანიის გეგმებში შედის ფლაგმანური დივაისების გამოშვებაც. გარდა ამისა, HMD Global-ი ინვესტიციას ჩადებს თანამდევი ეკოსისტემის განვითარებაში. კერძოდ, ეს ნიშნავს სხვადასხვა აქსესუარის გამოშვებასა და ხარისხიანი სამომხმარებლო სერვისების წარდგენას. IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გლობალური მასშტაბით, წარდგენილი იყო 355,2 მილიონი სმარტფონი. ეს დაახლოებით 6%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მიწოდებული იყო 377,8 მილიონი ერთეული. https://3dnews.ru/979325 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.