Jump to content

Xiaomi Redmi Pro 2 შესაძლოა გახდეს 2019 წლის სმარტფონების „მკვლელი“


Recommended Posts

2016 წლის ივლისში კომპანია Xiaomi-მ ყველა გააოცა სმარტფონ Redmi Pro-ს გამოშვებით. როგორც ცნობილია, Redmi-ს ხაზმა მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწია ბიუჯეტურ სმარტფონებს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 200 დოლარის ტოლი იყო, გაყიდვების დაწყებიდან რამოდენიმე თვეშ კი გაყიდვების ნიშნული 140-150 დოლარამდე ჩამოვიდა. ფასის მიუხედავად, Redmi Pro-ს აქვს კომპანია MediaTek-ის ფლაგმანური პროცესორი. ტოპ-მოდიფიკაციას ჰქონდა Helio X25 ჩიპი, რომლის კონფიგურაციაშიც შედიოდა ათი ბირთვი 2,5 გჰც ტაქტის სიხშირით. სმარტფონის კიდევ ერთ ღირსებას წარმოადგენდა ორი კამერა.  

image.jpeg

 

ამჯერად კი ჩინური წყაროების მიხედვით კომპანია ანონსისთვის ამზადებს ახალ მოდელს Redmi Pro 2-ს, რომელიც შესაძოა გახდეს ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მომდევნო წლისთვის. რამოდენიმე დღის წინ, Xiaomi-ს პრეზიდენტმა ლინ ბინმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი სამომავლო სმარტფონის კორპუსის უკანა ნაწილის ფოტო  და განაცხადა, რომ მისი ანონსი 2019 წლის იანვარშ შედგება. როგორც გაირკვა, ეს მოდელი აღმოჩნდა არა ფლაგმანური Xiaomi Mi 9, არამედ სწორედ Redmi Pro 2. 

მომავალ სმარტფონს ექნება 6,21-დუიმიანი დისპლეი 2340 x 1080 გაფართოებით. მატრიცის მახასიათებლები ისეთივეა, როგორიც აქვს ფლაგმანურ Mi 8-, თუმცა იგი შესრულებულია IPS ტექნოლოგიით და არ არის AMOLED ტიპის. Xiaomi Redmi Pro 2 იმუშავებს Qualcomm Snapdragon 675 მობილურ პლატფორმაზე. CPU აგებულია Kryo ბირთვების ბაზაზე, ტაქტის სიხშირეა 1,7 გჰც (ენერგოეფექტური ბლოკი) და 2 გჰც - (მაღალი წარმადობის კლასტერი). პროცესორს აქვს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის მხარდაჭერა, ასევე აქვს სწრაფად დატენვის საშუალება Quick Charge 4+ და კამერები მაქსიმალური გაფართოებით - 48 მეგაპიქსელი. 

image.jpeg

 

ინსაიდერთა უმეტესობა აცხადებს, რომ Xiaomi Redmi Pro-ზე გამოყენებული იქნება გამოსახულების სენსორი Samsung S5KGM1, და არა - Sony IMX586. მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ Samsung-ის სენსორს არ აქვს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორის მხარდაჭერა. ამის გამო, იგი შედარებით იაფია, ვიდრე IMX586. 

ან დროისათვის ჯერ არ არის ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოცულობის მეხსიერება ექნება სმარტფონს, თუმცა ცნობლია სმარტფონის ფასი: დაახლოებით 170 ევრო. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.