Jump to content

Microsoft-ი განგაშს ტეხს სახის ამომცნობ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით


Magdalena

Recommended Posts

image.png

სახის მომცნობი რთული ტექნოლოგია მრავალი დისტოპიური ინიციატივის საფუძველს წარმოადგენს ჩინეთში. 200 მილიონი სათვალთვალო კამერა - 4ჯერ მეტია აშშ-ში არსებულ კამერებზე. ჩინური კამერები აკვირდებიან მუსულმანურ უმცირესობას, ბლოკავენ საცხოვრებელ კომპლექსებს და „სირცხვილის ბილბორდებზე“ საქვეყნოდ ასაჯაროვებენ ადამიანთა სახეებს.  

საზოგადოებრივ აზრში არის შეშფოთება, რომ ამგვარი კამერებისა და ქმედებების რაიმე ფორმით გავრცელება გარდაუვალია სხვა ქვეყნებში, უკიდურეს შემთხვევაში,  შეერთებულ შტატებში მაინც. სანამ ამგვარი რამ მართლაც მოხდება, ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლები, საზოგადოებრივ და კერძო პირთა კოალიცია განგაშის ატეხვას იწყებს.  

Al Now - ეს არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შდიან სხვადასხვა ტექნოკომპანიების თანამშრომლები, მათ შორის, Google-სა და Microsoft-ში მომუშავე პირები. ჯგუფი ხელისუფლებას წერილობით მოუწოდებს დაარეგულიროს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყება მანამ, სანამ ეს ყველაფერი დაარღვევს ადამიანთა სამოქალაქო უფლებებს. გამოქვეყნებულ სტატიაში კითხულობთ: 

„სახის ამოცნობა და ამოცნობის შემდგომი ეფექტი მკაცრ რეგულაციებს საჭიროებს საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად. ეს რეგულაციები უნდა მოიცავდეს ეროვნულ კანონებს, რომლებითაც დაწესდება მკაცრი კონტროლი და შეზღუდვები ტექნოლოგიაზე, რათა არ დაირღვას ადამიანთა უფლებები. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება - უარი თქვას ამ ტექნოლოგიის გამოყენებაზე როგორც სახელისუფლებო, ისე კერძო კონტექსტში“.  

Al Now-ს მკვლევარები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან ე.წ affect recognition“-თან დაკავშირებით და ცდილობენ განსაზღვრონ ადამიანთა ემოციები, თუ რამდენად არის შესაძლებელი მათი მანიპულირება.  

ამ დრომდე გაცილებით ადრე, Microsoft-ის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა ისაუბრა ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ რისკებზე: 

„ვთვლით, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ამ ტექნოლოგიის დასარეგულირებლად. შეიძლება ითქვას, რომ ჯინი ბოთლიდან უკვე გამოშვებულია. თუკი ჩვენ ახლავე დაუყოვნებლივ არ ვიმოქმედებთ, ვრისკავთ, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგია იმ დონეზე განვითარდა, რომ უკვე გაამწვავა სოციალური პრობლემები. იმ დროისთვის კი წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა და პროცესის შეკავება ბევრად რთული იქნება 

სახის ამომცნობი ტექნოლოგია ერთ-ერთი სარისკო ბიომეტრიული მახასიათებელია კონფიდენციალურობის დარღვევის თვალსაზრისით, რადგანაც ადვილია მისი გამოყენება და მისით ბოროტად სარგებლობა ხალხის ნება-სურვილისა და თანხმობის გარეშე.  

შესაძლებელია, რომ ამერიკელების „პარანოია“ შეწყდება, თუმც მეორე მხრივ, არსებობს საპირისპირო სცენარის განვითარების ალბათობა, თუკი რომელიმე პოპულისტი ავტორიტარი ლიდერი აუცილებლად ათვლის მის გამოყენებას ტერორიზმსა და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლის საბაბით 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.