Jump to content

კრიტიკული სიტუაცია ბაზარზეე


Recommended Posts

მახსოვს ნოემბერში, როცა კურსი 6500 $ იყო, იძახდით, ერთ წელში კურსი შეიძლება განახევრდეს კიდევაცო, თუმცა ეგ ერთი წელი ერთ თეში მოხდა....

ზოგადად ეხლა რას ფიქრობთ.... რამ შეიძლება გამოიწვიოს პოზიტიური ძვრებიი???

Link to comment
Share on other sites

ნუ იანვარში Nasdaq და Bakkt ეშვება მგონი, თებერვლის ბოლოს კი აჩერედნოი SEC განხილვაა და მგონი საბოლოო გადატანა ETF კანონის დადგენის, სამივე პლიუსათ ითლვება და შეიძლება გამოიწვიოს საკმაო კურსის ზრდა, ისე კი კრუპნი ინვესტირიცებია საჭირო ისევ რომ ზრდა დაიწყოს კურსმა, ლონგტაიმ პროგნოზები კი საკმაოთ სკრომნია ამ ეტაპზე https://longforecast.com/bitcoin-price-predictions-2017-2018-2019-btc-to-usd ბევრი ფაქტორი არსებობს რამაც შეიძლება ისევ შეცვალოს რეზკათ სიტუაცია, ამიტომ ეგ პროგნოზი შეიძლება ბოლომდე არ ახდეს და ისევ დაიწყოს კურსმა ზრდა და მაგდენი დრო არ დაჭირდეს კრიზისიდან გამოსასვლელათ, რაღაც ეგეთი მგონი უკვე 2013 წელს მოხმდარა უკვე და მაშინაც ბევრმა დაასაფლავა კრიპტოვალუტის პერსპექტივები და ბიტკოინის შემდგომი კურსის ზრდასაც არავინ მოელოდა მაშინ ისე იყო დაცემული კურსი, მოკლეთ 2013 წლის დეკემბერში კურსი 1100$-მდე ასულა 2015 წლის სექტემბრისთვის კი უკვე სულ რაღაც 220$ ღირდა ბიტკოინი, ანუ ძალიან დიდი ხნის მანძილზე უჭირდა სერიოზულათ და არანაირი მატება არ ყოფილა და ძირითადათ დროპები მიმდინარეობდა მაგ პერიოდში, მარტო მაგის შემდეგ დაიწყო ისევ სისტემატიური ზრდა კურსმა და 1000$  მარტო 2017 წლის დასაწყისში ავიდა, ბევრი მაშინ შექმნილ სიტუაციას ეხლანდელს ადარებს, 2009 წელსაა ბიტკოინი შექმნილი და რამე დიდი ისტორია არ გააჩნია, თუმცა ერთხელ ეგეთი ცუდი პერიოდი უკვე გამოუვლია

Link to comment
Share on other sites

მე დიდად ვერ ვერკვევი კრიპტოსფეროში, თუმცა მაინც მგონია რომ 2019 ში კაი სურპრიზები გველოდებაააა...

ნუ ეს დღეებია ვა tether ებ კოინებს და ცოტ-ცოტა მოგებას ვნახულობ, მაგის ხარჯზე... 

იმედია ცოტა კიდე დაიწევს კურსი, კოინების დამატებისთვისაც იდეალურია....

შენ გეტყობა ასე თუ ისე გესმის ეს სფერო და პირადად შენ რომელ კოინებს მიანიჭებდი უპირატესობას, არ ვგულისხმობ ეთერიუმს და მსგავსად გაფრენილ კოინებს...

Link to comment
Share on other sites

მე ბიტკოინის მჯერა რატომღაც ყველაზე მეტათ, რიპლს აქვსო კიდე დიდი მომავალი, ეთერეუმს უკვე გაუსწრო, მაგრამ ამ ეტაპზე XYO Network და Ether Zero გაზავენ ყველაზე კარგათ, თუმცა ეგ მარტო ბოლო 1 კვირის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ეთერეუმს კი მოშნათ უჭირს ამ ეტაპზე და როდის გამოცოცხლდება და ისევ ავარდება 1000$ ეგ არავინ არ იცის ამ ეტაპზე, შეიძლება წლებიც კი დაჭირდეს, შეიძლება ისევ ამოაქაჩინონ რამდენიმე წლის შემდეგ, ან ისევ ეგეთი დაბალი კურსით დარჩეს კიდე კარგა ხანს

Link to comment
Share on other sites

ეხლა იანვარში ხო იგეგმება ეთერიუმის ფორკიი.. შეიძლება მაგ დროს ავარდეს... და ზოგადად თითქმის ყოველთვის თებერვლიდან მოყოლებული ხომ ცუდი პერიოდია ხოლმე გაზაფხულამდე... აი ეხლა მგონია რომ მაგ დროს დაიძრება ზემოთკენ... რავი დაველოდოთ...

ნუ მე ალტკოინები ვიგულისხმე, თორე ბიტკოინი თუ ვერ დაიძრა აბა სხვები ვერაფერს იზამენ

Link to comment
Share on other sites

ხო ეგრეა ნამდვილათ, როცა ბიტკოინი მატულობს სხვა კოინები კიდე უფრო დიდი % მატულობენ როგორც წესი, როცა ეცემა ბიტკოინი სხვები კიდე უფრო მოშნათ ეცემიან ხოლმე

Link to comment
Share on other sites

დაახლოებით 100 კაცამდე ვართ ქართული ტელეგრამის ჯგუფია ( კრიპტოს სფეროა, რა თქმა უნდა ) სასიამოვნო იქნება შენნაირის იქ ყოფნაც და იდეების გაცვლა ხოლმე :)

Link to comment
Share on other sites

მე ძირითადათ აქ შევდივარ ხოლმე და საინტერესო პოსტები იდება ხშირათ მაინინგთან დაკავშირებით  https://discordapp.com/channels/455566446919942155/505551163056455680

ეს რაზდელიც საინტერესოა https://bitcointalk.org/index.php?board=224.0 სპეკულაციებზე მიდის საუბარი თუ როგორ და რანაირათ განვითარდება შემდგომში მოვლენები

Link to comment
Share on other sites

აჰაა, კარგიაა... მაგდენი ინგლისური რო ვიცოდე მეც ხშირი სტუმარი ვიქნებოდი :)

https://web.telegram.org/#/im?p=@crypto_georgia2018 ჩვენ აქ ვართ ხოლმე ძირითადად

(არ ვიცი ლინკის დადება თუ შეიძლება აქ)

Link to comment
Share on other sites

რამდენიმე თვის წინ რომ მაინინგ კონფერენცია იყო აქ, იქ ძალიან დიდმა მაინერებმა თქვეს, რომ ერთი ბიტკოინის გამომუშავება 3-4 ცენტიან ელ-ენერგიაზე უჯდებოდათ დაახლოებით 3400-3500$. მას მერე ნეტჰეში და დიფიქალთი გაიზარდა, შემდეგ კი ცოტა დაეცა ისევ.

რა თქმა უნდა, მაგაზე იაფადაც აქვს დენი ზოგს, მაგრამ ბაზრის უმეტესი ნაწილი ალბათ მაგ რეინჯში იხდის.

შესაბამისად, ბიტკოინი ახლა ღირს ის, რაც ჯდება მისი გამომუშავება, მსოფლიოს უმეტეს ადგილას.

ჩემი პირადი აზრია მხოლოდ, მაგრამ, მე მგონია, რომ თვითღირებულებაზე იაფად მაინერმა არ უნდა გაყიდოს, თუ რაიმე ძალიან მძლავრი სპეკულაციური ძალა არ იქნება ჩართული. ფასი როდის მოიმატებს, არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ამაზე დაბლა აღარ უნდა დაეცეს. 

თუმცა, შეიძლება ვცდები კიდევაც :)

Link to comment
Share on other sites

ვანო დროებით ეგ გიბოტეზა არ კარგავს აქტუალობას რახან 3200$ დროპის შემდეგ ისევ 3500$ ავიდა ბიტკოინის კურსი, მაგრამ პროგნოზები მაინც საკმაოთ პესიმისტიკურია შემდეგ წელზეც, თუმცა ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში რომ მაგხელა დროპს არავინ ელოდა სიტყვაზე წინა დეკემბერ-ამ წლის იანვარში, რომ დაგედო ეგეთი მძიმე პროგნოზები ფორუმებზე ბევრი ალბათ არც კი დაგიჯერებდა ან არალეარულათ მიიჩნევდა მაგ პერიოდში, ამიტომ ეხლაც არ ღირს ჯერ დასაფლავება მაინინგი იქნება თუ კრიპტოვალუტის პერსპექტივები, ანუ როგორც ბაფუჭდა მოშნათ სიტუაცია ისე გაუმჯობესდეს რეზკათ შეიძლება, თან იმ დროს როცა უკვე აღარავინ ელოდებოდა სიტუაციის გამოსწორებას

Link to comment
Share on other sites

On 12/7/2018 at 9:19 PM, George said:

მე რომ დავატეტერე კოინები, მაინცდამაინც მაშინ მოუნდა ფრთების გაშლა :)

 

Link to comment
Share on other sites

რა თქმა უნდა. ამხელა დროპს მეც არ ველოდი, მაგრამ ვნახოთ, ხო, საინტერესოა.

მე ლონგ თერმში მჯერა კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინის და ამ პერიოდში დავამატე ინვესტიციები, ასე რომ, არ ვდარდობ მაგაზე ძალიან :)

ამ ბეარ რანმა გაფილტრა ხალხი და ეგ ცუდი არაა. + ტექნოლოგიით დაინტერესდა ხალხი.

მაინინგის დროსაც, რა მნიშვნელობა აქვს დღეს რა ღირს კრიპტო. როცა ყიდი, ფასს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა :) 

 

გოლდ რაში იყო და გოლდ რაშის დროს ასე ხდება ხოლმე ყოველთვის. აქციების ბირჟების ქრეშის დროსაც ასე არ იყო ესე 10 წლის წინ?

Link to comment
Share on other sites

On 12/8/2018 at 6:14 PM, vaxushti13 said:

მახსოვს ნოემბერში, როცა კურსი 6500 $ იყო, იძახდით, ერთ წელში კურსი შეიძლება განახევრდეს კიდევაცო, თუმცა ეგ ერთი წელი ერთ თეში მოხდა....

ზოგადად ეხლა რას ფიქრობთ.... რამ შეიძლება გამოიწვიოს პოზიტიური ძვრებიი???

საბოოლოო ჯამში ყველაფერი კარგად იქნება, მარა სანამ ბოლომდე არ ჩაპიზდავენ კურსს იქამდე კრუპნი ზრდა არ მოხდება, 2-3 წლის წინანდელ ნიშნულებს დაუბრუნებენ კრიპტობაზარს, სავარაუდოდ კიდე 1 წელი საინტერესო არაფერი იქნება 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.