Magdalena Posted December 8, 2018 Share Posted December 8, 2018 მომავალი Sony PlayStation 5 გეიმინგ-კონსოლის შესახებ უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ამჯერად კი გამოჩნდა ცნობები მისი მთავარი კონკურენტი პლატფორმის - Microsoft Xbox-ის შემდგომი თაობის კონსოლის შესახებ. Brad Sams-მა, რესურს Thurrott.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას გაუზიარა წინასწარი ცნობები მომავალი Xbox-ის შესახებ. როგორც ცნობილია, ახალი კონსოლი - კოდური დასახელებით Xbox Scarlett – 2020 წელს გამოვა. დაახლოებით ამავე დროს არის მოსალოდნელი PlayStation 5-ის გამოსვლაც. ანალოგიურად მოხდა PlayStation 4-ისა და Xbox One-ის გამოსვლა თითქმის ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში. Microsoft-ის ახალი კონსოლის საფუძველი იქნება Zen 2 არქიტექტურის პროცესორი და „ახალი თაობის“ გრაფიკული პროცესორი. კონკრეტულად რა იმალება ამ ფორმულირების ქვეშ, ჯერჯერობით უცნობია. დიდი ალბათობით, ეს იქნება AMD Navi-ს გრაფიკა ან რაიმე მასზე უფრო ახალი. Microsoft-ის მიზანს წარმოადგენს შექმნას ისეთი კონსოლი, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობას 60 კადრი/წამში სიჩქარით 4K გაფართოებით (3840 × 2160 პიქსელი). იგივე მიზანი გააჩნია თავის მხრივ Sony-საც. ძირითადი შიდა კომპონენტების თვალსაზრისით, ორივე კომპანიის კონსოლი საკმაოდ მსგავსია: PlayStation 5-საც მოელიან რვაბირთვიანი Zen 2 პროცესორითა და Navi-ს გრაფიკით. აღსანიშნავია, რომ Xbox Scarlett-ი, დიდი ალბათობით, არ იქნება Micrsoft-ის ახალი თაობის ერთადერთი კონსოლი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია რედმონდიდან ასევე გეგმავს გამოუშვას ბიუჯეტური მოდელი Microsoft Azure ინფრასტრუქტურით. ასევე იგეგმება ციფრული დისტრიბუციის გაფართოება და სიახლეები მაღაზია Microsoft Store-ში. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დაზუსტებული. თუკი Xbox Scarlett-ი ნამდვილად 2020 წლისთვის არის დაგეგმილი, Microsoft-ი მას დააანონსებს გამოფენა E3 2019-ზე მომდევნო წლის ზაფხულში, ისევე როგორც მოხდა Xbox One X-ის ანონსი გამოსვლამდე წელიწადნახევრით ადრე. https://3dnews.ru/979257 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 8, 2018 Share Posted December 8, 2018 ეხლანდელი პს4 პრო და განახლებული ბოქსი არაა საკმარისი 4K ნორმალური გეიმინგისთვის და მაგიტომ ისევ ახალ კონსოლებზე ფირქობენ სონიც და მიკროსოფტიც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted December 8, 2018 Share Posted December 8, 2018 მერვე თაობის კონსლებმა უკვე თავისი საქმე გააკეთა და მაქსიმუმს მიაღწია კარგი დროა უკვე რომ მეცხრე თაობა ჩაეშვას თორე მაგრა ტორმუზდება თამაშები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 8, 2018 Share Posted December 8, 2018 1080p 60ფპს ისეთი ბანძი გრაფიკა ალბათ არ უნდა ქონდეთ მაგ განახლებულ კონსოლებს, მაგრამ 4k 30FPS სათამაშოთაც არ ივარგებენ ეგ კონსოლები ბევრ ახალ იგრებში, ბლური და შეკვეცილი გრაფიკა ექნებათ მაგარი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted December 15, 2018 Share Posted December 15, 2018 ეგრეა ხო, 4K-ს 2080 Ti ძლივს ყოფნის და ეგეთი სიმძლავრის გრაფიკა მაგ კონსოლებში ვერ გვექნება - კონსოლზე ძვირი ღირს თვითონ 2080 Ti Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 16, 2018 Share Posted December 16, 2018 მანდ ბოლო წლებში დროის მომენტიც მაგრათ მოქმედებს პერფორმანსის დეგრადაციაზე, ანუ სანამ ეგენი მოაბამენ თავს და მზათ ექნებათ ახალი კონსოლი გამოსაშვებათ მაგ პერიოდში უკვე წინ მიდის პს-ზე ხარდი ვიდეოკარტებ-პროცესორების მხრივ და რასაც ეგენი გვთავაზობენ მაგდენი ლამის 1000$ სისტემებს შეუძლიათ უკვე, 2000-3000$ თავი რომ დავანებოთ, გრაფიკაში თუ გაქვს საკმარისი ბიუჯეტი შეიძლება ძალზე დიდი სხვაობის მიღწევა, ამიტომ ეხლა პოპულარულია კონსოლის ზაპასნოი ვარიანტათ აღება და რაც პს-ზე არ გამოდის საერთოდ მაგ იგრებს ხურავენ იქ მარტო, მაგისთვის ბიუჯეტიც უნდა გიწყობდეს ხელს მაგრამ ბევრს შეუძლია დასავლეთში ორივეს ყიდვა და მე რასაც ვუყურებ ძალიან ბევრს აქვს უკვე ეგრე გაკეთებული, ამიტომ პს პლატფორმაც ძალიან კარგათ მიდის გაყიდვებით და ბევრათ არ ჩამორჩება ჯამური გაყიდვებით ცალკე პს4-იც რომ ავიღოთ ან მითუმეტეს ბოქსის იგრები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.