Jump to content

Snapdragon 8cx: 7-ნანომეტრიანი პროცესორი LTE-მხარდაჭერის მქონე Windows-ლეპტოპებისთვის


Recommended Posts

Qualcomm-მა ჰავაიში გამართულ სამიტზე დააანონსა პრემიუმ-კლასის პროცესორი Snapdragon 8cx Compute Platform, რომელიც გათვლილია იმ პორტატულ კომპიუტერებზე, რომლებიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows-ზე. 

image.jpeg 

მწარმოებლები ახალ პროცესორს უწოდებენ „მსოფლიოში პირველ 7-ნანომეტრიან პლატფორმას PC-სთვის“. იგი სხვადასხვა ელექტრონულ კომპონენტებს აერთიანებს და საშუალებას იძლევა შეიქმნას თხელი, მსუბუქი და ტრანსფორმირებადი ლეპტოპები. 

პროცესორის საფუძველს წარმოადგენს მაღალი წარმადობის მქონე რვა 64-ბიტიანი Qualcomm Kryo 495 ბირთვი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 

image.jpeg 

გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს გრაფიკული ბირთვი Qualcomm Adreno 680. Snapdragon 8cx პროცესორზე შესაძლებელია 4K გაფართოების მქონე დისპლების კომპლექტაცია. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება გამოსახულების გამოტანა ორ გარე 4K ეკრანზე.  

პროცესორის შემადგენლობაში შედის ციფრული პროცესორი Hexagon 685, ასევე პროცესორი გამოსახულების დამუშავებისთვის - Qualcomm Spectra 390 და მეოთხე თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავი - Qualcomm AI Engine. 

ახალ პროცესორს აქვს Wi-Fi 802.11ad, 802.11ac Wave 2, 802.11a/b/g და 802.11n უსადენო კავშირების, ასევე Bluetooth 5.0-ის მხარდაჭერა. გათვალისწინებულია მიმღები თანამგზავრული სანავიგაციო სისტემებისთვის - GPS/GLONASS/Beidou/Galileo, ასევე NFC მოდული. 

image.jpeg 

პლატფორმა საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას LPDDR4x-2133 ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდულები NVMe SSD და UFS 3.0, კამერ 32 მეგაპიქსელამდე გაფართოებით (ან ორი კამერა  16-16 მეგაპიქსელით), აგრეთვე NVMe SSD და UFS 3.0 ინტერფეისი. 

ახალი პროცესორის განუყოფელი ნაწილია ფიჭური მოდემი. საუბარია Snapdragon X24 LTE Category 20 ჩიპზე, რომელიც თერიულად უზრუნველყოფს მონაცემთა ჩატვირთვის 2 გბიტი/წმ.-მდე სიჩქარეს და ინფორმაციის გადაცემას 316 მბიტი/წმ.-მდე სიჩქარით.  

image.jpeg 

Snapdragon 8cx პლატფორმა  საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ვენტილატორების გარეშე მოქმედი პორტატული კომპიუტერები ავტონომიური მუშაობის დიდი ხანგრძლივობით. მას აქვს სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის მხადაჭერა - Qualcomm Quick Charge 4+. და ბოლოს - იგი თავსებადია ოპერაციული სისტემა Windows 10-ის ყველა სისტემასთან: Enterprise, Pro, Home. 

პროცესორის ბაზაზე შექმნილი კომერციული მოწყობილობები მომდევნო წლის მესამე კვარტალში გამოჩნდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.