Magdalena

Huawei მალე გამოუშვებს სმარტფონს 3D გადაღების ფუნქციით

Recommended Posts

კომპანია Huawei მალე გამოუშვებს სმარტფონს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სამგანზომილებიანი ფოტოების გადაღება. ამ ინფორმაციას ავრცელებს რესურსი Bloomberg-ი. 

image.jpeg 

ახალი სმარტფონი მუშავდება პროექტის ფარგლებში კოდური სახელწოდებით - Princeton. ცნობილია, რომ მას ექნება Sony-ს სენსორები, რომელთაც შეუძლიათ მაღალი სიზუსტით გაზომონ დაშორება ობიექტებამდე. 

საუბარი ეხება ე.წ ToF-კამერას (ToF, time-of-flight), რომელიც გამოიყენება კადრის სიღრმის განსაზღვრისთვის. ToF-კამერის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში:  იზომება სინათლის მოძრაობის დრო წყაროდან ობიექტამდე და სინათლის არეკვლისას - სპეციალურ სენსორზე.  

Huawei-ს სისტემა, სახელად 3D Camera, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გადაიღონ სამგანზომილებიან ფოტოები, მოახდინონ სხვადასხვა ობიექტების 3D ოდელების ფორმირება და გაუზიარონ ერთმანეთს. 

image.jpeg 

გარდა ამისა, როგორც აღნიშნულია, ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის შერეული რეალობის აპლიკაციებზე მომუშავეებს. და ბოლოს, სისტემა შესაძლებელს გახდის სმარტფონებში რეალიზდეს ჟესტებით მართვის ახალი ფუნქციები. 

Huawei-ს ამ ახალი სმარტფონის ანონსი, როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეში შედგება, გასაყიდად კი ანონსიდან რამოდენიმე კვირაში გამოვა. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now