Jump to content

AMD Radeon RX 3080 (Navi): GeForce RTX 2070-ის კონკურენტი 249 დოლარად


Recommended Posts

კომპანია AMD საზოგადოებას დაჰპირდა, რომ შემდეგი წლისთვის გამოუშვებს ვიდეო ბარათებს ახალი არქიტექტურით - Navi. YouTube-არხის, AdoredTV-ის წყალობით უკვე ცნობილი გახდა სამი ახალი ვიდეო ბარათის შესახებ პირვანდელი ინფორმაცია. 

 

image.jpeg

 

ცნობილია, რომ თავდაპირველად Navi-სერიაში გამოვა სამი ვიდეო ბარათი, რომელთა ოფიციალურად წარდგენა მოხდება CES 2019-ზე იანვრის დასაწყისში. წყაროს მიხედვით, მათი სახელწოდებები იქნება Radeon RX 3080, RX 3070 და RX 3060. გამოდის, რომ როგორც ვიდეო ბარათები, ასევე ახალი თაობის AMD Ryzen-პროცესორები 3000-სერიას მიეკუთვნება.  

image.jpeg 

მომავალი AMD Navi ვიდეო ბარათების მახასითებლები მეტად პერსპექტიულად და იმედისმომცემად გამოიყურება, რაღა თქმა უნდა, თუკი გაჟნილი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ყველაზე „უფროს“ მოდელს - Radeon RX 3080 ბარათს ექნება 7-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი Navi 10 და 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება, TDP – 150 ვტ. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ფასი - სულ რაღაც 249 დოლარი. ეს ფაქტი ადასტურებს ამ დრომდე არსებულ ინფორმაციას, რომ Navi-სერიის ფარგლებში პირველ ეტაპზე გამოვიდოდა საშუალო ფასის მქონე მოდელები. 

image.jpeg 

რაც შეეხება წარმადობის დონეს, წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ახალი ვიდეო ბარათი წარმატებით შეძლებს კონკურენცია გაუწიოს NVIDIA GeForce RTX 2070 ბარათს. ცნობილია, რომ Radeon RX 3080 დაახლოებით 10-15%-ით აღემატება Radeon RX Vega 64-ს. ასევე, 249 დოლარის ღირებულების გათვალისწინებით, ჯამში საკმაოდ მიმზდველად გამოიყურება.   

image.jpeg 

AMD-ს მორიგი ვიდეო ბარათი იქნება Radeon RX 3070. იგი აგებული იქნება Navi 12 გრაფიკულ პროცესორზე, ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება, TDP-ის დონე კი მხოლოდ 120 ვტ. ეს ვიდეო ბარათი წარმადობის თვალსაზრისით GeForce GTX 1070-ის დონისაა და შესაძლოა ჯერ არგამოსულ GeForce RTX 2060-საც გაუწიოს კონკურენცია. Radeon RX 3070 ვიდეო ბარათის ფასი 199 დოლარი იქნება. 

და ბოლოს, ყველაზე „უმცროსი“ წარმომადგენელი Navi-ს თაობიდან იქნება Radeon RX 3060. მასაც ექნება GPU Navi 12, მხოლოდ  რამდენადმე შემცირებული ვერსიით, ასევე - 4 გბ GDDR6 მეხსიერება,  TDP – 75 ვტ. ვიდეო ბარათს არ ექნება დამატებითი კვების კონექტორის საჭიროება. 

image.jpeg

 

Radeon RX 3060 ვიდეო ბარათი წარმადობის თვალსაზრისით იმყოფება Radeon RX 580-ისა და  GeForce GTX 1060 ბარათების დონეზე, აგრეთვე იგი კონკურენციას გაუწევს მომავალ  GeForce GTX/RTX 2050-ს. მისი ღირებულება იქნება 129 დოლარი. 

image.jpeg 

რა თქმა უნდა, ზემოთხსენებული მთელი ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ გახლავთ. თუმცა საზოგადოებისთვის სასურველი იქნება, თუ AMD კიდევ უფრო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს NVIDIA-ს. 

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

75w-იანმა ბარათმა თუ rx580-ს გაუწია კონკურენცია ყოჩაღ მაგას. თან 130$-იო. იდეალური იქნება ბიუჯეტური სეგმენტისთვის მაგრამ რაღაც ფანტასტიკის სფეროს გავს.

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, MaKaSaRa said:

75w-იანმა ბარათმა თუ rx580-ს გაუწია კონკურენცია ყოჩაღ მაგას. თან 130$-იო. იდეალური იქნება ბიუჯეტური სეგმენტისთვის მაგრამ რაღაც ფანტასტიკის სფეროს გავს.

too good to be true ვარიანტია, მაგრამ მე მგონია რომ რეალურია მაინც

სახელია კაიფი მაგარი

ახლა ამდ-ს გამო ნვიდიას მოუწევს სხვა სახელის დარქმევა lol

Link to comment
Share on other sites

იმედია ახლოსაა სიმართლესთან

შემდეგი წლისთვის კი დაიყრება მეორადები და RX 3080-ს დავითრევ :D 

Link to comment
Share on other sites

მეც სიამოვნებით დავითრევ ამდ-ს. ძალიან მესიმპატიურება და წლების მანძილზე მქონდა. ისე მივეჩვიე ამდს სტადარტულს ფერებს რომ ნვიდიაზე გადასვლის მერე მეგონა გაცრეცილ ფილმს ვიყურებდი, უღიმღამო ფერები ქონდა. ცოტა ხელი შევავლე სეთინგებს თორე სტანდარტულ პარამეტრებზე დღესაც ვერ ვუყურებ ნვიდიას

Link to comment
Share on other sites

ეგ 3080 250$ მე რასაც ვუყურებ კაკრაზ უფრო ეხლანდელი 580 ჩამანაცვლებელი კარტა ჩანს, იქნება მართლა არ აპირებენ მაგ სერიაზე 2080-2080Ti კონკურენტების გამოშვებას და ეგ სექტორი ახალი ვეგებით უნდათ შეავსონ მოგვიანებით, მაგრამ რომ გაიწელა მოშნათ მაგეების გამოსვლა ეგ ფაქტია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.