Jump to content

Google უშვებს Chrome 71-ს მომაბეზრებელი რეკლამების დაბლოკვის ფუნქციით


Magdalena

Recommended Posts

google-chrome.jpg

სულ უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს თავიანთ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე  რეკლამების დაბლოკვის საშუალებას. Google-მა განაცხადა, რომ Chrome 71-მა უკვე გაიარა ბეტა-ტესტირება და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია Windows-ზე, Mac-სა და Linux-ზე. ბრაუზერის ვერსია მუშავდებოდა ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, იგი მიმართულია მანიპულაციური და ხშირ შემთხვევაში ზიანის მომტანი რეკლამების წინააღმდეგ. Google Chrome 71 ბრაუზერის გამოშვებით კომპანია აპირებს ებრძოლოს იმ საიტებს, რომლებზეც მსგავსი ბანერები და სარეკოლამო ვიდეოები გვხვდება თვალში. ბრაუზერი დაბლოკავს საიტზე ყველა რეკლამას, თუკი ერთი მათგანი მაინც დაიდება წესების დარღვევით. 

ნებისმიერმა მომხმარებელმა იცის, რომ ეკრანზე გამოსული რეკლამებისა და ავტომატურად გაშვებული ვიდეოებისგან თავის დაღწევა არ არის მარტივი. ზოგიერთი, უფრო გამოცდილი მომხმარებელი ყენებს მათი დაბლოკვის საშუალებებს, თუმცა ისინი იდეალურად ეფექტური არ არის: ზოგიერთი რეკლამა მაინც ახერხებს მათთვის გვერდის ავლას და მომხმარებელს ამისამართებს საეჭვო საიტებზე, ან ეკრანზე გამოდის მთელი რიგი გაფრთხილებები, რომელთა ჩახურვაც არ შეიძლება. 

სავარაუდოდ, მომხმარებლების უმეტესობამ იცის, როგორ აარიდოს თავი ამგვარ შემთხვევებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც შეიძლება გახდეს ამგვარი რეკლამის მსხვერპლი. პრობლემის მოგვარების მიზნით Google აძლიერებს დაცვის საშუალებებს. თუკი კონკრეტული საიტი რეგულარულად მოახდენს აკრძალული ტიპის რეკლამის ჩვენებას, მასზე ყველა რეკლამა დაიბლოკება. საიტის მფლობელს კი 30 დღე ექნება დრო, რომ წესრიგში მოიყვანოს არსებული ვითარება. 

Chrome 71 გაფრთხილებას მისცემს მომხმარებლებს, თუკი ისინი შევლენ  საეჭვო რეკლამების მქონე საიტებზე. მაგალითად, ამგვარ საიტებს მიეკუთვნება ისინი, სადაც მომხმარებლებს სთხოვენ ტელეფონის ნომერს. 

Chrome 71 ბრაუზერის დესკტოპ-ვერსია უკვე ხელმისაწვდომია,  Android- და Chrome OS-ვერსიები კი გამოჩნდება უახლოეს პერიოდში.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.