Magdalena

Samsung-ს მზად აქვს უცნაური ჭრილის მქონე 5G სმარტფონის პროტოტიპი

Recommended Posts

Qualcomm-ის მიერ ჩატარებულ Snapdragon Technology Summit-ზე კომპანია Samsung-მა მოახდინა მეტად უცნაური სმარტფონის დემონსტრირება. 

image.jpeg

 

ცნობილია, რომ ამ სმარტფონს აქვს 5G მობილური ქსელის მხარდაჭერა. იგი მუშაობს Qualcomm-ის უახლეს Snapdragon 855 პროცესორზე, რომელიც წარმოდგენილია რვა ბირთვით, გრაფიკული კონტროლერით - Adreno 640-ითა და Al-ძრავით. 

როგორც წარმოდგენილ ფოტოზე ვხედავთ, 5G სმარტფონს უცნაური ფორმის ჭრილი აქვს დისპლეის ზედა მარჯვენა კუთხეში. მასში განთავსდება ფრონტალური კამერა. 

ჯამში, სმარტფონი საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება, თუმცა, დიდი ალბათობით, მის ბაზაზე წარმოებული კომერციული მოდელები განსხვავებული დიზაინით წარსდგებიან რეალიზაციისთვის. 

image.jpeg

 

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რო Samsung- ამზადებდა 5G სმარტფონს Galaxy S10 ფლაგმანურ სერიაში. ეს სმარტფონი, როგორც ამ დროისთვის ცნობილია, წარმოდგენილი იქნება 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 1 ტერაბაიტი ფლეშ-მეხსიერებით. ახალ სმარტფონის შესახებ უფრო დეტალური ცნობები მომდევნო წლის დასაწყისისთვის გახდება ხელმისაწვდომი - ლას-ვეგასში გამართულ Consumer Electronics Show (CES)-ზე ან ბარსელონაშ გამართულ Mobile World Congress (MWC)-ზე. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now