Magdalena

Qualcomm Snapdragon 855-ის დებიუტი: ახალი პროცესორი ფლაგმანური სმარტფონებისთვის

Recommended Posts

კომპანია Qualcomm-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, დააანონსა ახალი მობილური პროცესორი ფლაგმანური დივაისებისთვის, რომლის გამოსვლაც იგეგმება მომავალი წლისთვის.  

image.jpeg 

პროცესორის დასახელებაა Qualcomm Snapdragon 855 Mobile Platform და არა Snapdragon 8150, როგორც მოიხსენიებდა ბევრი ქსელური წყარო. სხვა სიტყვებით, მწარმოებელს არ შეუცვლია  სქემა: წინა თაობის ჩიპი იწოდება როგორც Snapdragon 845. 

image.jpeg 

ახალი პროცესორი დამზადებული 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ეს პირველი ჩიპია 5G მხარდაჭერით: შესაბამისი ფუნქციონალურობა რეალიზებულია Snapdragon X50 5G მოდემით. 4G/LTE ქსელებში მუშაობაზე პასუხისმგებელია მოდული Snapdragon X24 LTE. 

ჩიპის შემადგენლობაში შედის მეოთხე თაობის Al-ძრავი, რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მუშაობისთვის. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ Snapdragon 845 პროცესორთან შედარებით ამ ტიპის სამუშაოებზე სისწრაფე სამჯერ გაიზარდა. 

image.jpeg 

Snapdragon 855 Mobile Platform-ის კონფიგურაციის შესახებ ჯერჯერობით ყველაფეი არ ხმაურდება, თუმცა ამ დრომდე გავრცელებული ცნობების თანახმად, პროცესორი რვაბირთვიანია. მათგან ერთია Kryo Gold Prime ბირთვი - ტაქტის სიხშირით 2,84 გჰც-მდე, სამი Kryo Gold ბირთვი ტაქტის სიხშრით 2,42 გჰც და ოთხი ბითვი Kryo Silver - ტაქტის სიხშირით - 1,78 გჰც. 

image.jpeg 

გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია მაღალი წარმადობის მქონე კონტროლერი Adreno 640. გათვალისწინებულია ულტრაბგერითი დაქტილოსკოპიური სკანერის გამოყენება, რომელიც ინტეგრირებული იქნება უშუალოდ დისპლეიზე. 

კომპანია Qualcomm-მა აგრეთვე განაცხადა, რომ მეხუთე თაობის კომერციული ქსელებ ამუშავდება მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის აშშ-ში, ევროპაში, ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაში. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now