Magdalena

Intel-მა ტრანზისტორს შემცვლელი უპოვა: უჩვეულო ლოგიკური ელემენტი მეხსიერებით

Recommended Posts

image.jpeg

ტექნოპროცესის მასშტაბების სამომავლო შემცირების საკითხი ყველა ნახევარგამტარი პროდუქციის მწარმოებელს აღელვებს და მათ შორის, კომპანია Intel-საც. კრისტალზე ელემენტების შემცირეა საშუალებას იძლევა შემცირდეს ენერგომოხმარება და გაიზარდოს სამუშაო სიხშირეები. 10 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლის მცდელობებმა აჩვენა, რომ ყოველი შემდგომი ნაბიჯის გადადგმა დაუჯერებელ ძალისხმევასა და დანახარჯებს მოითხოვს. 

გამოქვეყნდა ერთობლივი ნამუშევრის შედეგი, რომელშიც თანამონაწილეობა მიიღეს Intel-ის სპეციალისტებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ბერკლის, ლოურენსის სახელობის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარებმა. პუბლიკაცია გვაცნობებს, რომ შემუშავდა მომავლის ლოგიკური ელემენტი, სახელწოდებით - MESO: magneto-electric spin-orbit. MESO-ლოგიკას შეუძლია CMOS-ტრანზისტორებთან შედარებით 5-ჯერ უფრო სწრაფად გადაერთოს ძაბვაზე. ექსპერიმენტის მსვლელობისას ელემენტი ახდენდა გადართვას 500 მილივოლტზე, თუმცა გათვლები აჩვენებს, რომ გადართვა მოხდება 100 მილივოლტზეც. 

ელემენტის გადასართველად ძაბვის შემცირება ავტომატურად იწვევს ენერგომოხმარების შემცირებას. მწარმოებლები თვლიან, რომ MESO-ლოგიკა შეამცირებს ჩიპების მოთხოვნას 10-დან 30-მდე და უზრუნველყოფს ენერგომოხმარების მეტად შემცირებას ლოდინის რეჟმში. არ არის რთული იმის წარმოდგენა, რომ სიახლე წინ უბიძგებს გამოთვლით არქიტექტურას, რაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს კაცობრიობას. 

ეს ყველაფერი არ არის: MESO-ელემენტს აგრეთვე შეუძლია ინფორმაციის შენახვა - მინიმუმ 1 ბიტი ერთ ელემენტზე. ლოგიკური ელემენტი და მეხსიერება ერთ ელემენტარულ სტრუქტურაში - ეს ნამდვილად საინტერესოა. 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now