Magdalena Posted December 6, 2018 Share Posted December 6, 2018 ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებამ შთამბეჭდავი შედეგები მოიტანა ფოტო-ვიდეოს გენერაციის სფეროში. უკანასკნელი მაგალითია კომპანია NVIDIA-ს კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიზუალური ეფექტების კომბინირება ტრადიციულ გამოსახულებებთან. ჯამში გამოდის ჰიბრიდული გრაფიკული სისტემა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თამაშებში, ფილმებსა და ვირტუალურ რეალობაში. “ეს არის ვიდეოკონტენტის შექმნის ახალი საშუალება. რაღა თქმა უნდა, NVIDIA აქტიურად ფიქრობს და მუშაობს გრაფიკის გენერაციაზე და ჩვენ ვიკვლევთ საკითხს, თუ როგორ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი ამ სფეროში რევოლუციის მოხდენას“ - განაცხადა NVIDIA-ს მანქანაური სწავლების ვიცე-პრეზიდენტმა Bryan Catanzaro-მ The Verge-ის ჟურნალისტებთან. NVIDIA-ს შედეგები ჯერჯერობით არ გამოიყურება რეალისტურად და დემონსტრირებენ ტიპიურ არტეფაქტებს, რაც დამახასიათებელია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით შექმნილი სხვა მრავალი გამოსახულებისთვის. თავად ტექნოლოგიაც არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სიახლეს. რეალური ფოტო (მარცხნივ) და NVIDIA-ს ალგორითმით გენერირებული (მარჯვნივ) კვლევით სამუშაოებში კომპანიის ინჟინრები ემყარებოდნენ მთელ რიგ უკვე არსებულ მეთოდებს, მათ შორის, ღია კოდის მქონე პოპულარულ სისტემას სახელად pix2pix. გამოიყენება ე.წ Generative Adversarial Networks (GAN) მეთოდი, რომელიც აპრობირებულია ვიზუალური მონაცემების ფორმირებისთვის. იგი აგებულია ორი ნეირონული ქსელის კომბინაციაზე, რომელთაგან ერთი ახდენს ნიმუშების გენერირებას, მეორე კი ასწორებს უზუსტობებს. ჯამში კი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ხარისხიანი შედეგები მიიღება. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება გამოსახულებათა შექმნის სფეროში. NVIDIA-მ კი წარმოადგინა მთელი რიგი სიახლეები. ერთ-ერთი მათ შორის არის პირველი გეიმინგ-დემონსტრაცია ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გრაფიკით. საუბარია მართვის მარტივ სიმულატორზე, სადაც მოთამაშეები გადაადგილდებიან რამოდენიმე საქალაქო რაიონში, თუმცა არ შეუძლიათ დატოვონ ავტომობილი ან რაიმე სხვა სახით იკონტაქტონ გარემოცვასთან. დემონსტრაცია მუშაობს ერთ გრაფიკულ პროცესორზე რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ამგვარი პერსპექტიული სამუშაოსთვის. საუბარია Titan V-ზე (3000 $ ფასი), რომელსაც, როგორც წესი, სიმულაციებისთვის იყენებენ და არა თამაშებისთვის. NVIDIA-ს ტექნოლოგია გრაფიკის გენერირებას ახდენს რამოდენიმე ეტაპად. თავდაპირველად მკვლევარებმა უნდა შეაგროვონ მონაცემები: ამ შემთხვევაში ეს გახლავთ მატერიალები, რომლებიც გამოიყენება ავტოპილოტის შექმნისას. შემდეგ ხდება ვიდეოს სეგმენტირება: თითოეული კადრი იყოფა კატეგორიებად, მაგალითად: ცა, ავტომობილები, ხეები, გზები, შენობები და ა.შ. შემდეგ კი ამ მონაცემების საფუძველზე შემდგომი გენერაციისთვის GAN ამზადებს ახალ ობიექტებს. ამის შემდეგ მკვლევარებმა შექმნეს ვირტუალური შუალედის საბაზისო ტოპოლოგია, რომელშიც გამოყენებულ იქნა ტრადიციული გეიმინგ-ძრავი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია Unreal Engine 4-ზე, რომელიც გამოყენებულია მთელ რიგ პროექტებში: Fortnite, PUBG, Gears of War 4 და ა.შ. „სტრუქტურა ტრადიციული მეთოდებით იქმნება, ერთადერთი, რასაც აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი, ეს არის გრაფიკა“ - აღნიშნა Bryan Catanzaro-მ. მან აგრეთვე თქვა, რომ დემონსტრაცია საკმაოდ უბრალოა და შექმნილია მხოლოდ ერთი ინჟინერის მიერ. -„დემონსტრაცია წარმოადგენს კონცეფციას და არა - სრულფასოვან თამაშს“ - დაამატა მან. ტექნოლოგია, რაღა თქმა უნდა, მეტად ადრეულ სტადიაზე იმყოფება, თუმცა ადვილია მომავლის წარმოდგენა, სადაც თამაშის კადრები მსგავსი ალგორითმების საშუალებით ვიზუალურად უფრო მიუახლოვდება რეალური სამყაროს ობიექტებს. ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა სფეროებშიც. https://3dnews.ru/979089 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.