Magdalena

OnePlus McLaren-თან ერთად წარადგენს ყველაზე სწრაფ ფლაგმანურ სმარტფონს

Recommended Posts

კომპანია OnePlus-ი რეგულარულად ახდენს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან თანამონაწილეობით შექმნილი ფლაგმანური სმარტფონების წარდგენას. მაგალითად, გასული წლის მარტში გაყიდვაში გამოვიდა OnePlus 3T Colette Edition. იმავე წელს, მცირე ინტერვალებით გამოჩნდა ჯერ OnePlus 5T Jean-Charles de Castelbajac (JCC+), შემდეგ კი - OnePlus 5T Star Wars Limited Edition. OnePlus 6-მაც მიიღო სპეციალური ვერსია: იგი დაამთხვიეს ბლოკბასტერის - Avengers: Infinity War-ის გამოსვლას. გამონაკლისი არ იქნება არც OnePlus 6T. მისი სპეციალური მოდიფიკაცია შექმნილი იქნება McLaren-თან ერთად. 

image.jpeg 

ორიგინალ მოდელს აქვს Qualcomm Snapdragon 845 პროცესორი, 6/8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 128/256 გიგაბაიტიანი დრაივი.  მომავალი სმარტფონი კი წარმოდგენილი იქნება 10 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით.  

McLaren-თან თანამშრომლობის შედეგად ახალ OnePlus 6T-ს ექნება უჩვეულო ფერი, კომპლექტში კი შევა დამატებითი ელემენტები: სტიკერები, ქეისი და ა.შ. დიდი მოლოდინი არსებობს სისტემის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩინური კომპანია საზოგადოებას ჰპირდება, რომ გამოუშვებს „ყველაზე სწრაფ“ სმარტფონს. 

image.jpeg 

OnePlus 6T McLaren Edition-ის ღირებულება ცნობილი არ გახლავთ. ფლაგმანის ანონსი დაგეგმილია მიმდინარე წლის 14 დეკემბერს. აქვე შეგახსენებთ, რომ OP3T Colette-ს ფასი იყო 479 ევრო, OP5 JCC+ ღირდა 559 ევრო, OP5T Star Wars Limited Edition-ის ფასი კი 500/560 ევროა კონფიგურაციების შესაბამისად. ჩვეულებრივი,  8/256 გიგაბაიტიანი OnePlus 6T-ს ღირებულება შეადგენს 550 ევროს. ბუნებრივია, OnePlus 6T McLaren Edition გაცილებით მეტი ფასის მქონე იქნება, თუნდაც 10 გბ ოპერატიული მეხსიერების გათვალისწინებით. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now