Magdalena

Sony ამზადებს სმარტფონს დასაკეცი გამჭვირვალე ეკრანით

Recommended Posts

image.png

Samsung-ის დასაკეცი სმარტფონი 2019 წელს გამოვა, ასევე კომპანია Sony უკვე ემზადება ახალი დონის დრეკადი დისპლეების გამოსაშვებად. ამასთან, ცნობილია, რომ მისი დასაკეცი სმარტფონი ამავე დროს გამჭვირვალეც იქნება. პატენტი მოიხსენიება როგორც  „ორმხრივად გამჭვირვალე სმარტფონი“ და „დასაკეცი გამჭვირვალე სმარტფონი“. 

როგორც ჩანს, Sony ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე იმყოფება, ასე რომ დიდი ალბათობით მისი სმარტფონი გავლენას ვერ მოახდენს Samsung Galaxy F-ზე (ან Flex-ზე, რა დასახელებასაც მიანიჭებს მწარმოებელი). 

თუმცა, წინ თუ გავიხედავთ, გამჭვირვალე დისპლეიმ შესაძლოა უპირატესობა მისცეს Sony-ს სამომავლო შეჯიბრში. გამჭვირვალე დისპლეის შექმნა რთული იყო, რადგან შეუძლებელია ეკრანის ქვეშ არსებული კომპონენტების დაფარვა. ამ დროისათვის არსებული ტენდენციით კი უმეტესი მსხვილი კომპანია ცდილობს იპოვოს გზა სამომავლო ტრენდისკენ: ყველაფერი დაიმალოს ეკრანის ქვეშ: თითის ანაბეჭდის სენსორებიც და კამერებიც. 

 

image.png 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now