Magdalena Posted December 5, 2018 Share Posted December 5, 2018 Samsung-ის დასაკეცი სმარტფონი 2019 წელს გამოვა, ასევე კომპანია Sony უკვე ემზადება ახალი დონის დრეკადი დისპლეების გამოსაშვებად. ამასთან, ცნობილია, რომ მისი დასაკეცი სმარტფონი ამავე დროს გამჭვირვალეც იქნება. პატენტი მოიხსენიება როგორც „ორმხრივად გამჭვირვალე სმარტფონი“ და „დასაკეცი გამჭვირვალე სმარტფონი“. როგორც ჩანს, Sony ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე იმყოფება, ასე რომ დიდი ალბათობით მისი სმარტფონი გავლენას ვერ მოახდენს Samsung Galaxy F-ზე (ან Flex-ზე, რა დასახელებასაც მიანიჭებს მწარმოებელი). თუმცა, წინ თუ გავიხედავთ, გამჭვირვალე დისპლეიმ შესაძლოა უპირატესობა მისცეს Sony-ს სამომავლო შეჯიბრში. გამჭვირვალე დისპლეის შექმნა რთული იყო, რადგან შეუძლებელია ეკრანის ქვეშ არსებული კომპონენტების დაფარვა. ამ დროისათვის არსებული ტენდენციით კი უმეტესი მსხვილი კომპანია ცდილობს იპოვოს გზა სამომავლო ტრენდისკენ: ყველაფერი დაიმალოს ეკრანის ქვეშ: თითის ანაბეჭდის სენსორებიც და კამერებიც. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22474/sony-gotovit-smartfon-s-gibkim-ekranom Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.