Magdalena

Amazon-ი ახდენს თავისი ტექნოლოგიის ტესტირებას გაუმჯობესების მიზნით: მაღაზიები გამყიდველების გარეშე

Recommended Posts

როგორც რესურსი The Wall Street Journal იტყობინება, Amazon-ი აპირებს გააფართოვოს თავისი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს მაღაზიების გახსნას მოლარეებისა და კონსულტანტების გარეშე. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კომპანია უკვე ახდენს ტესტირებას მსხვილ მაღაზიებში. იანვარში Amazon-მა სიეტლში გახსნა პირველი მცირე მარკეტი Amazon Go - მოლარეების გარეშე, მას მოჰყვა დამატებითი ადგილები სიეტლსა და სან-ფრანცისკოში. ამ მაღაზიებში გამოიყენება კამერები და პროგრამული უზრუნველყოფა, რათა განისაზღვროს, თუ რა პროდუქტებს ყიდულობენ მომხმარებლები, საფასურის ჩამოჭრა კი გასვლისას ხდება ავტომატურად. 

image.jpeg 

უკვე მოქმედი Amazon Go მაღაზიები - ეს არის მცირე ზომის სავაჭრო ობიექტები ყოველდღიური მოთხოვნების პროდუქციით, შესაბამისად, იგი უფრო მცირეა, ვიდრე ტიპიური მაღაზია, აქვს უფრო მცირე რაოდენობის პროდუქტი და მომხმარებელიც ნაკლებია. ამგვარი მაღაზიების ქსელის ამოქმედება 2017 წლამდე არც თუ ისე საიმედო იყო, რადგან ავტომატიკა ვერ უძლებდა ერთდროულად ოცზე მეტი მომხმარებლის მომსახურებას. ამჟამა ცნობილი ხდება, რომ Amazon-ა გააუმჯობესა პროგრამული უზრუნველყოფა ამგვარ მაღაზიებში, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არის: პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია დიდ სივრცესა და დიდი რაოდენობის პროდუქტებთან მუშაობასთან, რაზეც მიმდინარეობს კიდეც ტექნოლოგიის გამოცდა და გაუმჯობესების მცდელობები. 

Amazon-ს დიდი გეგმები აქვს ზემოთხსენებული ტიპის მაღაზიებთან დაკავშირებით: 2021 წლისთვის უკვე გახსნილი უნდა იყოს 3000 მაღაზია. ამის შედეგად, Amazon-ის მაღაზიათა ქსელი კონკურენციას გაუწევს ჩვეულებრივი ტიპის სავაჭრო ქსელებს - CVS-ს, Walmart-ს და ა.შ. სხვა კომპანიებიც ფიქრობენ იმავე მიმართულებით მუშაობაზე. ოქტომბერში Walmart-მა განაცხადა, რომ ტეხასში ხსნის ექსპერიმენტალურ მაღაზიას სახელად  Sam's Club, რომელიც წარმოდგენილი იქნება მოლარეების გარეშე, მომხმარებლები კი მობილური აპლიკაციის საშუალებით თავად მოახდენენ შტრიხ-კოდების სკანირებას ნაცვლად იმისა, რომ დამოკიდებულნი იყვნენ მაღაზიის კერძო სისტემაზე -  როგორც ეს ხდება Amazon Go-ს შემთხვევაში. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now