Magdalena Posted December 5, 2018 Share Posted December 5, 2018 კომპანია Apple ჯერჯერობით ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს მოსწონს ახალ iPhone-ებზე არსებული მოთხოვნა, თუმცა უკვე მალავს რეალიზებული პროდუქციის რიცხობრივ მაჩვენებლებს. კიდევ უფრო მეტი - როგორც რესურსი Bloomberg-ი აღნიშნავს, კომპანია თავის სმარტფონებში 5G ქსელის დანერგვისგან თავს შეიკავებს სულ მცირე 2020 წლამდე. ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით ამგვარი კონსერვატიული ქცევა არ არის Apple-ისთვის უცხო, მაგრამ სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ კონკურენტები უკვე 2019 წლისთვის ემზადებიან საზოგადოებას წარუდგინონ 5G სმარტფონები. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ჩინურ ბაზარზე მზადებაში არიან Huawei და OPPO, კომპანია Samsung-მა კი ამერიკულ ბაზარზე მოიპოვა მოკავშირე ოპერატორი Verizon-ი - გვაცნობებს სააგენტო Reuters-ი. 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონის პროტოტიპის დემონსტრაციას Samsung-ი მიმდინარე კვირაში აპირებს. არ არის გამორიცხული, რომ Apple ელოდება Qualcomm-თან „შერიგებას“, რადგანაც 5G ქსელის ათვისება სწორედ მასზეა გათვლილი. ამ ეტაპზე Apple-ისთვის ყველაზე რეალურ კანდიდატს Intel-ი წარმოადგენს, თუმცა დიდი ალბათობით Intel-ი 2019 წლისთვის ვერ მოახერხებს 5G მოდემების გამოშვებას, კონკურენტ მწარმოებლებს კი Apple სავარაუდოდ არ დაუკავშირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, როდესაც სხვა მსხვილი ბრენდები ცდილობდნენ თავიანთ მოწყობილობებში რაც შეიძლებოდა სწრაფად დაენერგათ 4G LTE-კომპონენტები, Apple იცდიდა, სანამ ტექნოლოგია მომწიფდებოდა და შემდეგ გააკეთა მთავარი სვლა. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ფაქტი, რასაც iPhone წლების განმავლობაში ამტკიცებდა: ეს არის მისი პოპულარობის სტაბილურობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი არ აკმაყოფილებს ყველა შესაძლო სპეციფიკაციას. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/3/18123477/5g-iphone-release-2020-report https://overclockers.ru/hardnews/show/94743/apple-podozhdet-s-vnedreniem-podderzhki-5g-do-2020-goda Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.