Magdalena

5G iPhone-ს არ უნდა ველოდოთ 2020 წლამდე

Recommended Posts

image.png

კომპანია Apple ჯერჯერობით ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს მოსწონს ახალ iPhone-ებზე არსებული მოთხოვნა, თუმცა უკვე მალავს რეალიზებული პროდუქციის რიცხობრივ მაჩვენებლებს. კიდევ უფრო მეტი - როგორც რესურსი Bloomberg-ი აღნიშნავს, კომპანია თავის სმარტფონებში 5G ქსელის დანერგვისგან თავს შეიკავებს სულ მცირე 2020 წლამდე. 

ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით ამგვარი კონსერვატიული ქცევა არ არის Apple-ისთვის უცხო, მაგრამ სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ კონკურენტები უკვე 2019 წლისთვის ემზადებიან საზოგადოებას წარუდგინონ 5G სმარტფონები. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ჩინურ ბაზარზე მზადებაში არიან Huawei და OPPO, კომპანია Samsung-ა კი ამერიკულ ბაზარზე მოიპოვა მოკავშირე ოპერატორი Verizon-ი - გვაცნობებს სააგენტო Reuters-ი. 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონის პროტოტიპის დემონსტრაციას Samsung-ი მიმდინარე კვირაში აპირებს. 

არ არის გამორიცხული, რომ Apple ელოდება Qualcomm-თან „შერიგებას“, რადგანაც 5G ქსელის ათვისება სწორედ მასზეა გათვლილი.  ამ ეტაპზე Apple-ისთვის ყველაზე რეალურ კანდიდატს Intel-ი წარმოადგენს, თუმცა დიდი ალბათობით Intel-ი 2019 წლისთვის ვერ მოახერხებს 5G მოდემების გამოშვებას, კონკურენტ მწარმოებლებს კი Apple სავარაუდოდ არ დაუკავშირდება 

თუმცა, ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, როდესაც სხვა მსხვილი ბრენდები ცდილობდნენ თავიანთ მოწყობილობებში რაც შეიძლებოდა სწრაფად დაენერგათ 4G LTE-კომპონენტები, Apple იცდიდა, სანამ ტექნოლოგია მომწიფდებოდა და შემდეგ გააკეთა მთავარი სვლა. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ფაქტი, რასაც iPhone წლების განმავლობაში ამტკიცებდა: ეს არის მისი პოპულარობის სტაბილურობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი არ აკმაყოფილებს ყველა შესაძლო სპეციფიკაციას. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now