Jump to content

იაპონიაში დაიწყო პირველი სატელიტური სატელევიზიო გადაცემების გაშვება 8K ფორმატში


Recommended Posts

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ტელევიზია სავსებით ბუნდოვანი და დაბალი ხარისხის იყო (მკითხველთაგან ზოგიერთს შესაძლოა შავ-თეთრი ტელევიზორებიც კი ახსოვდეს). განვითარება, რა თქმა უნდა, კვლავ გრძელდება, თუმცა 4K-სა და 1080p ფორმატს შორის განსხვავება იმდენად თვალშისაცემი აღარ არის, როგორც 1080p-ისა და 480p-ის შემთხვევაში.  

image.jpeg 

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ 4K - ეს უკვე ზღვარია, რომლის შემდგომაც განსხვავების შემჩნევას ადამიანები ვეღარ შეძლებენ. თუმცა იაპონიაში დაიწყო პირველი სატელიტური სატელევიზიო გადაცემების ტრანსლაცია 8K გაფართოებით. მას ახორციელებს კომპანია NHK, პირველი ფილმი კი, რომელიც ახალი ფორმატით იქნა წარმოდგენილი, არის 2001: კოსმოსური ოდისეა (2001: A Space Odyssey), რომელიც 1968 წელს არის გამოშვებული. როგორც ცნობილია, Warner Bros.-მა სპეციალურად ახალი ტიპის ტრანსლაციისთვის გადაასკანერა ორიგინალი ფირი. 

image.jpeg

 

დღესდღეობით, როცა 4K გაფართოებაც კი ჯერ კიდევ შორს არის 1080p-ისგან, 8K ფორმატს აზრი ჯერ პრაქტიკულად არ აქვს: მისი შესაბამისი დისპლეებიც კი თითქმის მიუწვდომელია და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დატკბნენ ტრანსლაციის სრული ფორმატით. თუმცა, მომავალში 8K თანდათანობით იქცევა ნორმად (კომპანიები - LG, Sharp და Sony უკვე მუშაობენ ამ ტიპის დისპლეებზე). როგორც ცნობილია, Sharp-ის 8K-ტელევიზორები, რომელთაც ექნებათ Super Hi-Vision მხარდაჭერა, კოლოსალური ღირებულებისაა: მათი ფასია 6 600 დოლარი და მეტი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.