Jump to content

NVIDIA წარმოგიდგენთ Titan RTX-ს


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი ვიდეო ბარათი Titan-სერიიდან, იგი დაფუძნებულია გრაფიკული პროცესორის Turing-ის ბაზაზე. ვიდეო ბარათის სახელწოდებაა Titan RTX. 

image.jpeg

 

მწარმოებელი Titan RTX ბარათს მოიხსენიებს ყველაზე მაღალი პროდუქტიულობისა და წარმადობის მქონე დესკტოპ-მოდელად. იგი განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის, სხვადასხვა სწავლებათა სისტემებისა და მთელი რიგი კონტენტის შექმნისთვის. რაღა თქმა უნდა, ახალი ვიდეო ბარათი გამოყენებადია უმაღლესი კლასის გეიმინგ-სისტემებში.  

image.jpeg 

ტექნიკური მახასიათებლების კუთხით, Titan RTX ვიდეო ბარათი Quadro RTX 6000-ის მსგავსია, თუმცა მისგან განსხვავდება პროგრამული მახასიათებლებით. მაგალითად, Quadro RTX 6000 თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს  3D გრაფიკაში მუშაობისას, Titan RTX კი უფრო უნივერსალური გადაწყვეტილებაა. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათი აწყობილია Turing TU102 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის აქვს 576 tensor-ბირთვი. აგრეთვე აქვს 4608 CUDA  და 72 RT-ბირთვი რეალურ დროში ray-tracing-ისთვის. GPU მუშაობს 1350/1770 მჰც სიხშირეზე. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათს აქვს 24 გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერება - 1750 მჰც სიხშირით. მეხსიერება გრაფიკულ პროცესორთან დაკავშირებულია 384 ბიტიანი ინტერფეისით, რაც ჯამში მეხსიერების ქვესისტემას უზრუნველყოფს 672 გბ/წმ სიჩქარით. 

 

 

image.jpeg 

Titan RTX ვიდეო ბარათს აქვს NVLink კონექტორი 100 გბ/წმ-მდე გამშვები სიჩქარით. გათვალისწინებულია გაგრილების ისეთივე სისტემა, როგორც GeForce RTX 2080 Ti Founders Edition-ში. განსხავავება მხოლოდ ზედაპირის ფერშია: Titan-ი ოქროსფერშია წარმოდგენილი, ვერცხლისფერის ნაცვლად. 

image.jpeg 

გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA Titan RTX გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. მისი რეკომენდირებული ფასი 2499 აშშ დოლარს შეადგენს. 

bvdl.PNG

Capture.PNG

https://3dnews.ru/979060 

  • Like 1
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 7 months later...

ისევ ეგრე ჯდება ეგ კარტა ნვიდიას საიტზე, არარეფერანსებს არ უშვებენ მგონი მაგრამ გაგრილება არც ისეთი ბანძური აქვს https://www.nvidia.com/en-us/titan/titan-rtx/?nvid=nv-int-ndtnrx-66564 ეგ კარტა უფრო იმათვისაა ვისაც 6000$+ ბოლო სერიის ნვიდიას კვადროები არ ჭირდება მაგრამ პროფესიონალური სამუშაოებისთვის ეგეთი კარტა მაინც უნდა და იგივე GTX2080Ti სიტყვაზე არ ყოფნის, არის ეგეთი პროგრამებიც სადაც ეგეთი კარტაც საკმარისია და კვადროს აღება არაა საჭირო ოთხმაგი ფასით, მაგრამ სხვაობა იგივე RTX 2080Ti სულ რაღაც 10% https://gpu.userbenchmark.com/Compare/Nvidia-Titan-RTX-vs-Nvidia-RTX-2080-Ti/m664199vs4027 და მნიშვნელოვანი მანდ მაინც 24GB GDDR6 რომელიც შეიძლება ზოგიერთ სოფტში იყოს საჭირო და 11გბ არ ეყოს ბოლომდე, გეიმინგშიც მცირე უპირატესობა ექნება მაგ კარტას მარტო, მაინინგშიც ჯობია ერთ ეგეთს ორი 2080Ti დაითრიო 2-3 ვენტილატორიანი არარეფერენსი, ისე კი ნვიდია ბოლო პერიოდში კარგ ეკონომიას აკეთებს რამის ტიპზე, არ იყენებენ თითქმის HBM2 VRAM რომელიც უფრო ძვირი ღირს და არც ისე სწრაფია მაგ რამებზე განსაკუთრებით თუ სწორათ გამოიყენებებ და მაქსიმალურათ მაღალ სიხშირეებზე გექნება როგორც ეგ ნვიდიას აქვს გაკეთებული, ამდ კი არაფერი გამოუვიდა დიდათ ვეგებზე მაგ რამით და ძვირი ფასებით, მემგონი GTX2080Ti HBM2 1.5-ჯერ მეტი ეღირებოდა და შეიძლება მაგაზე სწრაფი არც კი ყოფილიყო დიდათ, მოკლეთ არასწორი ნაბიჯი გადადგა ისევ ამდ მანდაც HBM2 რომ ეგრე სწრაფათ გადავიდა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.