Magdalena Posted December 4, 2018 Share Posted December 4, 2018 კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი ვიდეო ბარათი Titan-სერიიდან, იგი დაფუძნებულია გრაფიკული პროცესორის Turing-ის ბაზაზე. ვიდეო ბარათის სახელწოდებაა Titan RTX. მწარმოებელი Titan RTX ბარათს მოიხსენიებს ყველაზე მაღალი პროდუქტიულობისა და წარმადობის მქონე დესკტოპ-მოდელად. იგი განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის, სხვადასხვა სწავლებათა სისტემებისა და მთელი რიგი კონტენტის შექმნისთვის. რაღა თქმა უნდა, ახალი ვიდეო ბარათი გამოყენებადია უმაღლესი კლასის გეიმინგ-სისტემებში. ტექნიკური მახასიათებლების კუთხით, Titan RTX ვიდეო ბარათი Quadro RTX 6000-ის მსგავსია, თუმცა მისგან განსხვავდება პროგრამული მახასიათებლებით. მაგალითად, Quadro RTX 6000 თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს 3D გრაფიკაში მუშაობისას, Titan RTX კი უფრო უნივერსალური გადაწყვეტილებაა. ვიდეო ბარათი აწყობილია Turing TU102 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის აქვს 576 tensor-ბირთვი. აგრეთვე აქვს 4608 CUDA და 72 RT-ბირთვი რეალურ დროში ray-tracing-ისთვის. GPU მუშაობს 1350/1770 მჰც სიხშირეზე. ვიდეო ბარათს აქვს 24 გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერება - 1750 მჰც სიხშირით. მეხსიერება გრაფიკულ პროცესორთან დაკავშირებულია 384 ბიტიანი ინტერფეისით, რაც ჯამში მეხსიერების ქვესისტემას უზრუნველყოფს 672 გბ/წმ სიჩქარით. Titan RTX ვიდეო ბარათს აქვს NVLink კონექტორი 100 გბ/წმ-მდე გამშვები სიჩქარით. გათვალისწინებულია გაგრილების ისეთივე სისტემა, როგორც GeForce RTX 2080 Ti Founders Edition-ში. განსხავავება მხოლოდ ზედაპირის ფერშია: Titan-ი ოქროსფერშია წარმოდგენილი, ვერცხლისფერის ნაცვლად. გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA Titan RTX გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. მისი რეკომენდირებული ფასი 2499 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/979060 1 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted July 26, 2019 Share Posted July 26, 2019 ისევ ეგრე ჯდება ეგ კარტა ნვიდიას საიტზე, არარეფერანსებს არ უშვებენ მგონი მაგრამ გაგრილება არც ისეთი ბანძური აქვს https://www.nvidia.com/en-us/titan/titan-rtx/?nvid=nv-int-ndtnrx-66564 ეგ კარტა უფრო იმათვისაა ვისაც 6000$+ ბოლო სერიის ნვიდიას კვადროები არ ჭირდება მაგრამ პროფესიონალური სამუშაოებისთვის ეგეთი კარტა მაინც უნდა და იგივე GTX2080Ti სიტყვაზე არ ყოფნის, არის ეგეთი პროგრამებიც სადაც ეგეთი კარტაც საკმარისია და კვადროს აღება არაა საჭირო ოთხმაგი ფასით, მაგრამ სხვაობა იგივე RTX 2080Ti სულ რაღაც 10% https://gpu.userbenchmark.com/Compare/Nvidia-Titan-RTX-vs-Nvidia-RTX-2080-Ti/m664199vs4027 და მნიშვნელოვანი მანდ მაინც 24GB GDDR6 რომელიც შეიძლება ზოგიერთ სოფტში იყოს საჭირო და 11გბ არ ეყოს ბოლომდე, გეიმინგშიც მცირე უპირატესობა ექნება მაგ კარტას მარტო, მაინინგშიც ჯობია ერთ ეგეთს ორი 2080Ti დაითრიო 2-3 ვენტილატორიანი არარეფერენსი, ისე კი ნვიდია ბოლო პერიოდში კარგ ეკონომიას აკეთებს რამის ტიპზე, არ იყენებენ თითქმის HBM2 VRAM რომელიც უფრო ძვირი ღირს და არც ისე სწრაფია მაგ რამებზე განსაკუთრებით თუ სწორათ გამოიყენებებ და მაქსიმალურათ მაღალ სიხშირეებზე გექნება როგორც ეგ ნვიდიას აქვს გაკეთებული, ამდ კი არაფერი გამოუვიდა დიდათ ვეგებზე მაგ რამით და ძვირი ფასებით, მემგონი GTX2080Ti HBM2 1.5-ჯერ მეტი ეღირებოდა და შეიძლება მაგაზე სწრაფი არც კი ყოფილიყო დიდათ, მოკლეთ არასწორი ნაბიჯი გადადგა ისევ ამდ მანდაც HBM2 რომ ეგრე სწრაფათ გადავიდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.